აჭარა ჯგუფი ეტაპობრივად გახსნის რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს, რომლებიც პანდემიის გამო ადგილზე სტუმრებს არ იღებდნენ.
7 ივნისიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ კაფეებს Lolita და Cafe Stamba, ასევე, Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kokhta-ს რესტორნების ღია სივრცეებსა და ფაბრიკის შიდა ეზოს.
15 ივნისიდან სტუმრების მიღებას განაახლებს სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.
აჭარა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე, რათა სტუმრებმა და თანამშრომლებმა დაცულად იგრძნონ თავი.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აჭარა ჯგუფის ყველაზე დიდი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi საკარანტინო ზონად იყო გამოყენებული. რაც შეეხება რესტორნებს – ისინი დისტანციურ შეკვეთებზე მუშაობდნენ.
აჭარა ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითრებისა და აგრომეწარმეობის სფეროებში.