ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც სიცოცხლისათვის აუცილებელია. თუმცა მისი დაბინძურებით ადამიანმა შექმნა ფარული, ჩუმი მკვლელი, რომელიც ნელ-ნელა გვაავადებს.
მსოფლიოს მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ და მათი მოთხოვნილებების გაორმაგებამ, ქარხნების მუშაობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. საგრძნობლად გაიზარდაა ავტომაქნანების რაოდენობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს სუფთა ენერგიაზე მომუშავე ტექნიკაზე წვდომა (მაგ. ღუმელი, ნათურა), ამის გამო ჰაერი სახიფათოდ ბინძურდება და ყოველი ათი ადამიანიდან ცხრა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. შედეგად, დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანს კლავს.
Deaths Linked to Outdoor and Household Pollution © World Health Organization
ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე სერიოზულია – ინსულტის, ფილტვების კიბოსა და გულის დაავადებების შედეგად გარდაცვალების ერთი მესამედი სწორედ ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული.
ლონდონის კინგს კოლეჯის კვლევის თანახმად, დაბინძურებული ჰაერის მაღალი დონე ბრიტანეთში ყოველწლიურად დამატებით 100-ზე მეტ გულის შეტევას იწვევს, ამასთან, ბავშვებში დაფიქსირებულია ინსულტის გაცილებით მაღალი დონე და ასთმის ახალი შემთხვევები.