უკვე წლებია, რაც AirPods-ის მომხმარებლები ვარჯიშისთვის შესაფერისი დიზაინისა და ფიტნესზე ორიენტირებული მახასიათებლების მქონე ყურსასმენს ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის მომდევნო AirPods, ე.წ. AirPods 3, შესაძლოა, განსაკუთრებით მოსახერხებელი ვარჯიშის მოყვარულებისთვის აღმოჩნდეს.
AirPods-ის მთავარი უპირატესობა ვარჯიშის განმავლობაში მომხმარებლის გაწვრთნა და მისი უკუკავშირით უზრუნველყოფა იქნება. მოსალოდნელია, რომ ფიტნეს ყურსასმენი განსაკუთრებით იოგისთვის იქნება მოსახერხებელი, რადგან ის მომხმარებლის ვარჯიშებს, პოზებს, გაწელვებსა და თავის მდგომარეობას მიმდინარე პერიოდში აკვირდება და აფასებს.
აღსანიშნავია, რომ AirPods-ის მომავალ თაობას მასობრივ წარმოებაში 2021 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ, ახალი AirPods Pro Lite მოდელით. თუმცა, წლევანდელი AirPods 3 როგორი სახის იქნება, ჯერ კიდევ განხილვის საგნად რჩება.