Airbnb-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 7500 დასაქმებულის ¼-ს ათავისუფლებს.
როგორც ცნობილია, აშშ-ში დასაქმებულები 14 კვირის განმავლობაში საბაზისო ხელფასს ისევ მიიღებენ. Airbnb-მა აპრილში $2 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იქნება საკმარისი ფუნქციონირების ძველებურად გასაგრძელებლად. კომპანია 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შემოსავლების განახევრებას ელოდება.
„ჩვენ არ ვიცით როდის დაუბრუნდება მოგზაურობა თავის ძველ ნიშნულს, ან საერთოდ დაუბრუნდება თუ არა.“ – განაცხადა კომპანიის CEO-მ.
Airbnb მთლიანად სახლების გაზიარების ბიზნესზე ფოკუსირდება და შეაჩერებს საქმიანობას ტრანსპორტის, ლუქსების გაქირავებისა და სხვა სფეროებში.