კომპანია Airbnb მოხმარებლებს დაქირავებულ სახლში წვეულებების გამართვას უკრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება covid 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
„ვფიქრობთ, რომ წვეულებების გამართვა ასეთ დროს უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია. ჩვენ არ გვსურს მსგავსი ტიპის ბიზნესი.“ – ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში.
კომპანიამ უკვე დაიწყო ლიმიტების დაწესება. დასაწყისისთვის იზღუდება ერთ ლოკაციაზე 16 პერსონაზე მეტის შეკრება. ასევე გამქრალია საძიებო ფილტრები, რომლებიც მომხმარებლებს წვეულების გასამართად შესაბამისი სახლების მოძებნაში ეხმარებოდნენ. თვის დასაწყისში კი, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, Airbnb-ის 25 წლამდე ასაკის მომხმარებლებს ჯავშნის განთავსების საშუალება შეეზღუდათ.