საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 14 მაისს დაამტკიცა აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარით დაფინანსდება. ახალ პროგრამას კოორდინირებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით ისარგებლებენ ისეთი ფიზიკური ან იურიდიული პირები (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები), რომლებშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/აქციას/პაის.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა განხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ის ითვალისწინებს თანადაფინანსების გაცემას შემდეგი მიზნობრიობებით:
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება;
- ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებისათვის/მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსება;
- ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსება.
დაფინანსების მოცულობა ერთი ბენეფიციარისთვის არ გადააჭარბებს 50,000 ლარს და თანადაფინანსების მოცულობა იქნება არაუმეტეს 50%. გამონაკლისია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლისთვისაც დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 500,000 ლარია.