AFG „ფერისცვალებისა“ და ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად ყოველწლიურ საქველმოქმედო გალას უმასპინძლებს

2023 წლის 1 აპრილს საქართველოს ამერიკელი მეგობრები (AFG), COVID-ის პანდემიის შემდეგ პირველად, სასტუმრო Sheraton Grand Metechi Palace-ში ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს უმასპინძლებს.

საქველმოქმედო გალას მიზანი, AFG-ის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის – ძეგვის თავშესაფრისა და ჰოსპისისა და პალიატიური სახლის მოვლის პროგრამის მხარდაჭერაა.

ბოლო რამდენიმე წელია, ეს დღესასწაულად ქცეული საღამო ხელს გვეხმარება, მხარი დავუჭიროთ მოწყვლადი ბავშვებისა და მოხუცების საჭიროებებს. ამ მისიის შესრულება შესაძლებელი გახდა კორპორაციების გულუხვი მხარდაჭერით, ასევე, AmCham-ის, დიპლომატიური მისიების, გამოჩენილი ქართველი ხელოვანებისა და მუსიკოსების დახმარებით.

ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტი 1 აპრილის საღამოს არაჩვეულებრივ პროგრამას გიმზადებთ — კოქტეილის მიღებით, ვახშმით, აუქციონით, გათამაშებით, მუსიკითა და მრავალი სხვა სიურპრიზით, როგორც ყოველთვის.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღვადგენთ ქართული ქველმოქმედების ტრადიციის, თუმცა თქვენი მუდმივი მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება.

ძეგვის თავშესაფარი თბილისის მახლობლად 1995 წელს დაფუძნდა, როგორც ბავშვთა სახლი. ეს იყო AFG-ის დიდი წარმატების ისტორია — 120 ბავშვი ქუჩიდან აღმოჩნდა ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში და ზრდასრულ ასაკში უკვე პროდუქტიული ცხოვრებისთვის იყვნენ მზად. 2010 წლიდან ძეგვი იქცა თავშესაფრად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება ან არსად აქვთ თავშესაფარი — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები ქუჩიდან, ღატაკი მოხუცები ან მიტოვებული მარტოხელა დედები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. დღეს ძეგვში 100-ზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. საქართველოს ამერიკელი მეგობრების (AFG) პარტნიორებისა და მეგობრების გულუხვი შემოწირულებების დახმარებით,  2019 წლის ზაფხულში თავშესაფრის რეკონსტრუქცია დასრულდა. ახალმა შენობამ შეცვალა ძეგვის თემში მაცხოვრებელთა ცხოვრების ხარისხი და გაჩნდა დამატებით 60 დაუცველი ბავშვის თუ მოხუცის შეფარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი სივრცე სარეაბილიტაციო პროგრამებისა და პროფესიული გადამზადებისთვის.

ფერისცვალება ჰოსპისის და სახლში მოვლის პროგრამაა. ეს გახლავთ პირველი ჰოსპისი საქართველოში და ერთადერთი უფასო ჰოსპისის საექთნო სკოლა და სახლში მოვლის პროგრამა. პროექტს ყოველწლიურად 100-ზე მეტი მოხუცი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაც ესაჭიროებათ პალიატიური მზრუნველობა. ბევრი მძიმედ დაავადებული პაციენტისთვის ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა საავადმყოფოს გარემოში ბოლო თვეების გატარების კომფორტული ალტერნატივაა. პალიატიური მედიცინა ეხმარება პაციენტებს ტკივილის მართვაში, ხოლო ჰოსპისი განსაკუთრებულ ზრუნვას უზრუნველყოფს როგორც პაციენტის, ასევე მათი ოჯახის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჰოსპისის და პალიატიური მოვლის ძიება არ არის იმედის ამოწურვა ან სიკვდილის დაჩქარება, არამედ ეს გახლავთ ცხოვრების ბოლო ფაზაში ყველაზე შესაფერისი მზრუნველობის მიღება.

შემოგვიერთდით: შაბათს, 1 აპრილს, 18:00 საათზე, შერატონ გრანდ მეტეხი პალასSi

დრესკოდი: Black Tie

მხოლოდ ერთად შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას!

პარტნიორი ორგანიზაციები

გალა Petrocas Energy Group-ის პატრონაჟით ჩატარდება.

სპონსორები: Shumi, Sheraton Grand Metechi Palace, Silk Hospitality, Adjara Group, Premium Events, BLC, BDO, BGI, PwC, Dio, Dentons, EY, Geomill, Jibe, TBC Bank, Liberty Bank, GMT Group, SOCAR Midstream Operations Georgia, Marriot, CITO Medical Center, PMCG, Imperato Resources Ltd, Mze, ბორჯომი, ბადაგონი, AmCham.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 262005; +995 599 901234
www.afgeorgia.org