Adobe საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს კრძალავს

Adobe’s California headquarters. | Justin Sullivan/Getty Images

პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის Adobe მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს კრძალავს. აღნიშნული აკრძალვა ძალაში 30 აგვისტოდან შევა.

აღნიშნული გადაწვეტილება შედეგად მოჰყვა Twitter-ის, Google-ისა და Facebook-ის მიერ პოლიტიკური რეკლამების აკრძალვას. მათ მიერ გარკვეული შეზღუდვების დააწესების შემდეგ, Adobe-ის წარმომადგენელმა, რაიან ლევიტმა, განაცხადა, რომ პოლიტიკური კატეგორია აღარ ერგება მათი კომპანიის მიზნებს, შესაბამისად, პლატფორამზე აიკრძალება ნებისმიერი სახის პოლიტიკური რეკლამა. გარდა ამისა, იგი აცხადებს, რომ არსებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, მომხმარებელთა გარკვეულ კატეგორიისათვის მიუღებელი აღმოჩნდეს, თუმცა, Adobe-ის წარმომადგენლის თანახმად, მათი განთავსება, შესაძლოა, სხვა პლატფორმაზე მოხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ Adobe არ წარმოადგენს დიდ პოლიტიკურ სარეკლამო სივრცეს, იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეკლამირების თვალსაზრისით ტექნოლოგიების ბაზარზე და მომსახურებას უწევს ონლაინრეკლამირების სფეროში, ყიდვა-გაყიდვის მხრივ, თავის მომხმარებლებს.

მხოლოდ რეკლამირებიდან კომპანიის შემოსავალმა წინა წელს 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.