Ad Black Sea 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

Ad Black Sea 2019-ის დაჯილდოებაზე “წლის კრეატიული სააგენტო” Redberry გახდა.

მეორე და მესამე ადგილები Windfor’s-სა და Watergunz-ს ერგოთ.

გარდა ამისა, ფესტივალის საუკეთესო სააგენტოდ Windfor’s დასახელდა.

წლის განმავლობაში საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრები კრეატიულ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობით ACAG-ის რეიტინგში ქულებს აგროვებენ, რის საფუძველზეც წლის ბოლოს გამარჯვებული ვლინდება.

შეგახსენებთ, რომ Ad Black Sea-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

წყარო: MARKETER