წამყვანმა კვლევით-საკონსულტაციო კომპანიამ ACT ,რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კერძო კომპანიებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ემსახურება, 42 საათში საწარმოო პროცესი სრულ დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა.
კომპანიამ თვითორგანიზებით შექმნა გუნდი, რომლის პასუხისმგებლობაც საწარმოო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადატანა იყო როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამასთან, ცვლილებები მიმდინარე კვლევების შეფერხების გარეშე უნდა განხორციელებულიყო.
42 საათის შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის ოფისში სრულიად გამართულად მუშაობს დისტანციური „ქოლ-ცენტრი“ (100 მუდმივი ოპერატორით).
შეგახსენებთ, რომ კომპანია ახორციელებს პროექტებს 15-ზე მეტ ქვეყანაში პოსტ-საბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკის რეგიონებში. ACT შემდგომი 10 წლის განმავლობაში დამატებით 20 ქვეყანაში გეგმავს წარმომადგენლობის გახსნას.