საუდის არაბეთი ფიზიკურად დასჯის მეთოდს აუქმებს

საუდის არაბეთის უზენაეს სასამართლოში შაბათს ,,ადამიანის უფლებების გაუმჯობესების’’ რეფორმების შესახებ განაცხადეს. ეს იმ კანონთა ნაწილია, რომელიც მეფე სალმან ბინ აბდულ აზიზიმ და მისმა ვაჟმა, სამეფოს დე ფაქტო მმართველმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა (MBS) გაატარეს.

საუდის არაბეთში ფიზიკურად დასჯის წესებს აუქმებენ. სასამართლოს მიერ ნაკარნახევი ფიზიკური დასჯის მეთოდები, რიგ შემთხვევებში, ასეულობით ადამიანი წამებით სრულდებოდა, რასაც უკვე დიდი ხანია, რაც ადამიანის უფლებათა დამცველები გმობდნენ.

საუდის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ღნიშნული რეფორმა სამეფოში არსებული ფიზიკური დასჯის პრაქტიკის “ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან” შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

რეფორმის მიხედვით, მოსამართლეებს მოუწევთ, აირჩიონ ჯარიმები, საპატიმრო სასჯელები ან/და ისეთი არასაპატიმრო ალტერნატივები, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურის გაწევას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ისტორია ბლოგერ რაიფ ბადავის საქმეს უკავშირდება. მას 2012 წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 600 შოლტი მიუსაჯეს, თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა და 2014 წელს კიდევ 10 წელი და 1000 შოლტი დაემატა, ვინაიდან მან ბლოგში გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა და ,,ისლამი შეურაცხყო.’’

მომდევნო წელს რაიფ ბადავის ევროპარლამენტის სახაროვის ადამიანის უფლებათა პრემია გადაეცა, თუმცა თავის სასჯელს ციხეში დღემდე იხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2017 წლის ივნისში მეფე სალმანმა ტახტის მემკვიდრედ საკუთარი ვაჟი დაასახელა.

ლონდონში მცხოვრებმა საუდის ოპოზიციურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა “ალჯაზირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილება ,,ძალიან მცირეა.’’

”თუ საუდის მთავრობა სერიოზულად ეკიდება სამართლებრივ რეფორმას, მათ უნდა დაიწყონ ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ციხეებში ჰყავთ”

უფლებადამცველები ასევე მოითხოვენ, რომ მთავრობამ გააუქმოს სიკვდილით დასჯის კანონი და შეცვალოს არასრულწლოვანთა მიმართ არსებული აღსრულების პრაქტიკა.

წყარო – aljazeera