8-წლიანი პატიმრობის შემდეგ ელ-სალვადორის სასამართლომ ემბრიონის მკვლელობაში ბრალდებული ქალი 30-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა

2021 წლის 31 მაისს ელ-სალვადორის სასამართლომ ახალგაზრდა ქალის, სარა როხელის, კოხუტეპეკეს საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა. 2012 წელს როხელს მისი ჯერარდაბადებული შვილის მკვლელობისათვის 30 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

სარა როხელი 2012 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარების მისაღებად სისხლმდენი ჭრილობებით გამოცხადდა. მისი თქმით, დაზიანება სახლის დასუფთავების დროს დაცემის შედეგად მიიღო. 22 წლის სტუდენტი გოგონა ელ-სალვადორის სასამართლომ გაასამართლა და ჯერაც არმოვლენილი ქალიშვილის მკვლელობისთვის 30-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

REUTERS/Jose Cabezas

აღსანიშნავია, რომ სალვადორში აბორტთან დაკავშირებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს. აბორტის უფლება ქალებს მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის, ასევე, ორსულობის თანმდევი, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შემთხვევაში ეძლევათ.

როხელის დაპატიმრებიდან რვა წლის თავზე, მოსამართლემ მისი ვადაზე ადრე გათავისუფლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა მსჯავრდებულის შეწყალება მოითხოვა.

გადაწყვეტილების მიღების დღეს ათი ათასობით ლათინოამერიკელი ქალი ქუჩაში გამოვიდა და კანონი აბორტის დასჯის თაობაზე გააპროტესტა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ შეიძლება, ქალებს კრიმინალები ვუწოდოთ და გავასამართლოთ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სამეანო ტრავმის გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

პროკურატურას როხელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 5-დღიანი ვადა მიეცა. ახალგაზრდა ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დატოვებს.

 

Წყარო: reuters.com