მოდის ბრენდები საკუთარ ისტორიას სილამაზის და პარფიუმერიის სამყაროს დახმარებით ყვებიან; ისინი ამით ცვლიან დროს და ახდენენ გავლენას განწყობებზე. სუნამოები ცნობილი დიზაინერების მოგონებების და ფანტაზიების ნაყოფია. თითოეული სურნელი გასაღებია, ოცნების კარებისთვის.
ყვავილოვანი სუნამოების პოპულარობის მიზეზი მათი კლასიკურობა და ბუნებრივი მრავალფეროვნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია მიიღოს შთაგონება ყვავილების სურნელით. ზოგს ვარდისა და ჟასმინის ალერსი უყვარს, ზოგს კი ფორთოხლის ყვავილის და გარდენიის სიმსუბუქე ურჩევნია.
სურნელს შეუძლია უზრუნველყოს კომფორტის შეგრძნება. ცნობილია, რომ სუნამო ზრდის თქვენს განწყობას, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ძილის და გეხმარებათ თავდაჯერებულობის გაზრდაში. ზამთრის თვეებში, როდესაც თბილ ტანსაცმელს ვიცვამთ, ჩვენი სუნამოებიც უფრო მძიმე და ინტენსიური სურნელის მატარებელია. ზაფხულის დადგომასთან ერთად კი გვჭირდება რაღაც ახალი, გრილი და მსუბუქი, რომლის ბაზისი წყალი, ხილი და ყვავილებია.
გაგიზიარებთ იმ ცნობილ სუნამოებს, რომელთა იშვიათი ნოტებისგან შექმნილი გასაოცარი კომპოზიციები დაგმუხტავთ დადებითი ენერგეტიკითა და პოზიტიური განწყობით. არომატები, რომლებიც აუცილებლად გაჩუქებენ ზაფხულის მსუბუქ და უდარდელ განწყობას.
Bloom Eau de Parfum – სუნამო შთაგონებულია ტუბეროზითა და ჟასმინით აყვავებული ბაღით, Gucci-ს სიმბოლური ბლუმი შესანიშნავი საზაფხულო სურნელია.
Voce Viva Eau de Parfum – ეს სურნელი აერთიანებს ისეთ ყვავილებს, როგორებიცაა: გარდენია და ფორთოხლის ყვავილი. მოიცავს ასევე ციტრუსის მკაფიო ნოტებს, რომელსაც ერწყმის ხის და ვანილის სურნელი.
Daisy Eau So Intense Eau de Parfum – ყველასთვის კარგად ნაცნობია მარკ ჯეიკობსის კლასიკური ხილისა და ყვავილოვანი არომატების სურნელი, Daisy ახლა უფრო ინტენსიური ვერსიით არის ხელმისაწვდომი. ის შესანიშნავია ზაფხულის ხანგრძლივი დღეებისა და ღამეებისთვის.
Idôle Eau de Parfum – ამ სუნამოს სუფთა და ჰაეროვანი სურნელი აქვს, ისეთი ყვავილოვანი ხილის წყალობით, როგორიცაა: ბერგამოტი, წვნიანი მსხალი, ვარდისფერი წიწაკა, ჟასმინი, თეთრი მუშკი და ვანილი. სუნამო მსოფლიოში ყველაზე თხელ ბოთლშია მოთავსებული, რომლის სისქე მხოლოდ 15 მმ-ია.
Flowerbomb – Fragrantica-ს ინფორმაციით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და წარმატებული სუნამოა. Flowerbomb არის ტკბილი და პიკანტური. ის აერთიანებს ისეთი ყვავილების სურნელს როგორიცაა: ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი, ვანილი და პაჩულის ნოტები.
Beach Hut – მისი მდიდრული სურნელი სავსეა ბერგამოტის და პაჩულის დახვეწილი კომპოზიციით. სუნამო შთაგონებულია მშვიდი პლაჟებით და მისი ხასიათიდან გამომდინარე იდეალურად ერწყმის საზაფხულო სურნელს.