ფინანსური ორგანიზაციის „4Finances“ ლიკვიდაციის პროცედურა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N227 განკარგულების თანახმად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 ფინანსის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. კომპანიის ლიკვიდატორად გიორგი ნაროუშვილი დაინიშნა.

2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, კომპანიამ 4 ფინანსი მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში წმინდა მოგების სახით 1.7 მილიონი ლარი მიიღო.  კომპანიის მფლობელი სააქციო საზოგადოება 4ფინანსი ლუქსემბურგშია რეგისტრირებული და მისი წილების ძირითად ნაწილს ვერა ბოიკო (49%), ედგარს დუპატსი (29.5%) და ლუკას ანდრეუ ფლობდნენ.

კომპანია 4ფინანსი საქართველოში ძირითადად Vivus.ge-ისა და Kimbi.ge-ის ბრენდების ქვეშ ოპერირებდა და მომხმარებლებს სწრაფ და გრძელვადიან ონლაინ-სესხებს სთავაზობდა.