ლაირა მაკკი, ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი და LGBTQ აქტივისტი ბელფასტიდან, 18 აპრილს ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი არეულობისას მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ლაირა პოლიციის მანქანის გვერდით იდგა, სადაც ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად მიმდინარე ამბებს აღწერდა. შენიღბულმა ადამიანმა ტყვია ესროლა პოლიციის ოფიცერს და ლაირა ცეცხლის გახსნის ეპიცენტრში მოხვდა. ჩრდილოეთ ირლანდიის ოფიციალური გამოშვებები მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებენ. მსოფლიოს გარშემო ყველა პოლიტიკოსი გმობს ამ შეტევას.
ლაირა მაკკი წერდა ჩრდილოეთ ირლანდიის წარსულის მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომლებიც ბუნდოვანი იყო. ცდილობდა, მეტი სამხილი მოეპოვებინა კონკრეტულ საქმეებზე და ობიექტური რეალობა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. გარდაცვალებამდე ლაირა მუშობდა წიგნზე სახელწოდებით “ანგელოზები ლურჯი სახეებით”, სადაც აღწერდა რეალურ ასპექტებს 30 წლის წინ მომხდარი პოლიტიკოსის მკვლელობის შესახებ.
ასევე, ის იყო LGBTQ საზოგადოების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი, რაც ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებულ პოლიტიკას არ ეხმიანებოდა, რადგან ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, ჩრდილოეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის კანონით დაშვებული.
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერიში, 18 აპრილს, ხალხმა პოლიციის ერთ-ერთ კომპლექსში შევარდნა გააპროტესტა, სადაც ისინი იარაღსა და დისიდენტებს ეძებდნენ. აქციის დროს ბრმა ტყვიით გარდაიცვალა ირლანდიელი ჟურნალისტი, ლაირა მაკკი.
წყარო: Forbes