გასულმა წელიწადმა ნეგატიური გავლენა იქონია ვენჩურულ კაპიტალში გენდერულ თანასწორობაზე. PitchBook-ის უახლეს ანგარიშზე დაყრდნობით, ქალი დამფუძნებლების ვენჩურული კაპიტალით დაფინანსება 2019-დან 2020 წლამდე 31%-ით შემცირდა, რაც ბევრად აღემატება მამაკაცების მიერ დაფუძნებული კომპანიების დაფინანსებაში 16%-იან კლებას. ამასთან, Women in VC-ის ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ამერიკელი ვენჩურული პარტნიორების მხოლოდ 4.9%-ია ქალი, ხოლო ამერიკული ვენჩურული ფირმების მხოლოდ 5.6% იმართება ქალების მიერ.
ამ უარყოფითი შედეგების ფონზე, წლევანდელ Midas List-ში თორმეტი ქალი მოხვდა – ეს ერთით მეტია შარშანდელ რაოდენობაზე. სასიხარულო ფაქტია ის, რომ წელს სამი ქალი პირველად გამოჩნდა აღნიშნულ სიაში. Forbes Woman Georgia წარმოგიდგენთ იმ წამყვან ინვესტორ ქალებს, რომლებმაც გასული დეკადის ყველაზე წარმატებულ სტარტაპებში ინვესტირების შედეგად მნიშვნელოვან მოგება მიიღეს.
მარ ჰერშენსონი სიაში ოცდამეცხრეა. Pear Ventures–ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა წელს Midas List-ში მოწინავე პოზიცია დაიკავა DoorDash–სა და Guardant Health–ში განხორციელებული ინვესტიციების გამო. ორივე კომპანია საჯაროდ ივაჭრება 2020 წლიდან, ისევე როგორც Gusto, რომელიც ახლა თითქმის $4 მილიარდ დოლარად ფასდება. ჰერშენსონმა ელექტრულ ინჟინერიაში დოქტორის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ კი დააფუძნა სამი სტარტაპი მობილური/ელექტრონული კომერციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიებში. მისი ტექნიკური და ბიზნეს ჩიპები აღიარებულია MIT Technology Review-ს (Top Innovator 35 წლამდე კატეგორიაში), Fast Company-ის (ინოვაციების ჩემპიონი) და სხვა ორგანიზაციების მიერ.
კიდევ ერთი ახალი სახე სიაში ჟინგ ჭონგია – იგი სიაში ოცდამეცხრამეტეა. ის Gaocheng Capital in Beijing-ის დამფუძნებელი პარტნიორი. Gaocheng ფოკუსირებულია კორპორატიულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებებზე – ინოვაციური ფინანსები/გადახდები, HR, ციფრული ინფრასტრუქტურა/უსაფრთხოება და მონაცემთა/საწარმოს პროცესების მენეჯმენტის გადაწყვეტილებები – სწორედ ეს სერვისები გამაორჩევს ფირმას ჩინეთის ხმაურიანი ვენჩურული კაპიტალის ინდუსტრიაში. ჭონგის რეზიუმე მოიცავს Hillhouse Capital Group-ის (აზიაზე ორიენტირებული კერძო კაპიტალის ფირმა) PE-ს პარტნიორისა და ხელმძღვანელის, ასევე, General Atlantic-ის მმართველ დირექტორისა და განვითარებადი ბაზრების/მომხმარებელთა და საცალო ვაჭრობის ხელმძღვანელის თანამდებობებს. ამ წლის სიაში მან ადგილი მოიპოვა წინასწარი ფსონების საშუალებით ჩინეთის სურსათის მიწოდების სივრცის გიგანტ Meituan-ზე, ასევე, Beike-ზე, ონლაინ ქონების პლატფორმაზე, რომელმაც გასული წლის აგვისტოში აშშ-ის IPO-ში $2 მილიარდი ააგროვა.
ლუსიანა ლიქსანდრუს განცხადებას Accel-დან წამოსვლისა და კონკურენტ Sequoia Capital–ში გადასვლის შესახებ გასულ წელს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ლიქსანდრუ სიაში 99-ეა. ის ინვესტიციებს დებს კატეგორიის წამყვან საწარმოებსა და სამომხმარებლო ინტერნეტ-სტარტაპებში ევროპის გარშემო და ხშირად აღუნიშნავს, რომ კონტინენტის ტექნოლოგიური ეკოსისტემა მაღალ დონეზეა, რასაც ხელი შეუწყო ისეთი კომპანიების წარმატებებმა, როგორიცაა Spotify და Adyen. შარშან ლიქსანდრუ ევროპის Midas List-შიც იყო. Accel-ში ის ხელმძღვანელობდა ფირმის Series A ინვესტიციას UiPath-ში, რობოტების პროცესის ავტომატიზაციის სტარტაპში, რომელიც დაარსდა ბუქარესტში, რომლის ღირებულება ახლა $35 მილიარდია და წელს ემზადება IPO-სთვის. სხვა კომპანიები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მის მოხვედრას წლევანდელ სიაში, არის საკვების მიწოდების ბრიტანული კომპანია Deliveroo და ლონდონში დაფუძნებული ვირტუალური ღონისძიებების სტარტაპი Hopin.
სონალი დე რიკერიც იმ ევროპელი ინვესტორების ავანგარდშია, რომლებიც გლობალური ამბიციებით მხარს უჭერენ ევროპაში დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპების ახალ ტალღას. რიკერი სიაში 83-ეა. ლიქსანდრუს მსგავსად, მან ასევე მოიპოვა ადგილი Midas List Europe 2020-ში და ამჟამად ის Hopin-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. აღსანიშნავია, რომ ის სათავეში ჩაუდგა Accel–ის ინვესტიციას Spotify–ში, მათ შორის 2011 წლის ივნისში კომპანიის მიერ ამ უკანასკნელის $100 მილიონით დაფინანსებას აშშ-ში ჩაშვებამდე. მისი წარმატება ასევე განაპირობეს შემდეგმა კომპანიებმა: Rovio, ფინური ვიდეოთამაშების დეველოპერი; სატვირთო ტექნიკური სტარტაპი Senndr, რომელმაც იანვარში მიაღწია unicorn-ის სტატუსს; და გადახდის ტექნიკური სტარტაპი GoCardless.
წლევანდელ სიაში ასევე შედის ორი ქალი ინვესტორი, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ჩნდებიან Midas List- ში: მერი მიკერი და ჯენი ლი, 21-ე და 33-ე პოზიციებზე. ორივე მათგანი ვენჩურული კაპიტალის ინდუსტრიის უაღრესად მაღალი ფიგურაა, რომელთა განსაკუთრებული მიღწევები მთელი ათწლეულის განმავლობაში მათ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებად გამოყოფს.
მიკერი BOND–ის გენერალური პარტნიორია. კომპანია 2019 წელს გამოეყო Kleiner Perkins Digital Growth Fund-ს. BOND–მა ცოტა ხნის წინ მოიზიდა $2 მილიარდი ღირებულების დაფინანსება. აღსანიშნავია მიკერის ინვესტიციები მისი თავდაპირველი $1.25 მილიარდის ფონდიდან, რომელიც მოიცავს ინდურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიის სტარტაპს Byju და ავსტრალიურ დიზაინის პლათფორმა Canva-ს. მეკერის შთამბეჭდავი პოზიცია წლევანდელ სიაში მაინც განპირობებულია მისი ინვესტიციებით Kleiner Perkins-ში ყოფნისას, მათ შორისაა: Airbnb, DocuSign, Instacart, LegalZoom, Nextdoor, Peloton, Pinterest, Plaid, Ring, Snap, Spotify და Waze.
ჯენი ლი შანხაიში მდებარე GGV Capital–ის მმართველი პარტნიორია – იგი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენჩურული კაპიტალის ინვესტორია. ის წლევანდელ სიაში შთამბეჭდავი ტექნოლოგიური განათლების მქონე ინვესტორ ქალთაგან ერთ–ერთია. მას მიღებული აქვს კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები ინჟინერიაში, ასევე MBA ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან. იგი ამჟამად გვხვდება შემდეგი საჯარო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში: LAIX და NIU.
წლევანდელი Midas List-ის ბევრმა ქალმა ინვესტორმა ისაუბრა ვენჩურული კაპიტალის ინდუსტრიაში გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობის შესახებ. ორი თვალსაჩინო მაგალითია კირსტენ გრინი (N74) და ან მიურა-კო (N89), რომლებიც All Raise-ის თანადამფუძნებლები არიან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს „ქალ დამფუძნებლებსა და დამფინანსებლებს ხელმისაწვდომობით, ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, რათა დააჩქაროს მათი წარმატება და მთელი ინდუსტრიის წინსვლა“.
Midas List-ში ზედიზედ მეხუთედ გამოჩენით, გრინმა – Forerunner Ventures-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა – ჯერ-ჯერობით უმაღლესი პოზიცია N74 დაიკავა. შეუდარებელი სამომხმარებლო ინვესტორი, გრინი, ხელმძღვანელობდა “პირველ ინვესტიციებს” ექვს კომპანიაში, რომელთა ღირებულებაც ამჟამად $1 მილიარდზე მეტია. დღემდე მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ბარგის კომპანია Away, ჩელენჯერი ბანკი Chime, Jet.com (რომელიც Walmart–მა $3,3 მილიარდად შეიძინა), Warby Parker, Faire, Hims და Dollar Shave Club.
მიურა-კო, Floodgate-ის თანადამფუძნებელი პარტნიორი, ასევე ზედიზედ მეხუთედ გამოჩნდა სიაში, რაშიც მას დაეხმარა თავისი ფირმის ინვესტიციები კომპანიებში Lyft, Bolt Financial, Refinery29, Xamarin, Accompany და Emotive. იგი გამოირჩევა ინვესტიციებით მაღალ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
ამ წლის Midas List-ის ქალთა ზუსტად ნახევარი წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტია ჩინეთში. ბოლო დეკადის განმავლობაში ჩინეთის ვენჩურულ კაპიტალში ქალები საკმაოდ დაწინაურდნენ და ქალი ინვესტორი პარტნიორების, ვენჩურული ფირმების, რომელთაც ერთი ქალი დამფუძნებელი მაინც ჰყავთ და ქალების მიერ დაარსებული ინტერნეტ-სტარტაპების პროცენტული მაჩვენებლით გაუსწრო აშშ-ს.
ერთ-ერთი ლიდერი ინვესტორია ანა ფენგი (N26), Zhenfund–ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალის ფირმა, რომლის თანადამფუძნებელია ლეგენდარული ჩინელი ინვესტორი ბობ სიუ. ფენგი აკონტროლებს ფონდის 700+ პორტფელის კომპანიასა და მიმდინარე ინვესტიციებს. მისი სპეციალობაა ელექტრონულ კომერცია, AI და განათლების სექტორი. იგი პირადად ხელმძღვანელობდა ფირმის ინვესტიციებს რვა სტარტაპში, რომლებმაც შეფასებაში $1 მილიარდს გადააჭარბეს. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Midas List-ში მის მოწინავე პოზიციაზე გადასვლას. ის 2020 წელს სიაში 91-ე, 2019 წელს კი 89-ე ადგილზე იყო. განსაკუთრებული ადგილი მის პორტფოლიოში უკავიათ Yatsen Global-სა და XiaoHongShu-ს.
Capital Today–ის დამფუძნებელი პარტნიორი კატი სიუ (N71) და Qiming Venture Partners–ის მმართველი პარტნიორი ნისა ლეუნგი (N73) ასევე განმეორებით გამოჩნდნენ წლევანდელ Midas List–ში და გაიმყარეს ჩინეთის წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტების სტატუსი. სიუ განთქმულია იმით, რომ JD.com–ის მენეჯმენტი დაარწმუნა Capital Today–სთან პარტნიორობაში, როგორც მათი ერთადერთი Series A ინვესტორი. ეს იყო ბრწყინვალე ნაბიჯი, რომელიც ფირმას დაეხმარა $18 მილიონიანი ჩეკი ექცია $2.9 მილიარდის მოგებად. სიაში სიუს პოზიციაზე გავლენა იქონიეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Meituan, წასახემსებლების ბრენდი Third Squirrels და ავტო პლატფორმა Chehaoduo. რაც შეეხება ლეუნგს, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის ინვესტორია წლევანდელ სიაში. ის ცნობილია წარმატებული ინვესტიციებით ფარმაცევტულ, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელ და სამედიცინო მომსახურების კომპანიებში. თავისი ვენჩურული როლის გარეთ, ის არის მიწვეული ლექტორი ჰარვარდის სამართლის სკოლაში, ამასთა ის არის ჰონგ-კონგის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისა და რეინდუსტალიზაციის კომიტეტის წევრი და სტენფორდის Graduate School of Business-ის საბჭოს წევრი.
Midas List-ში მეასე ადგილს იკავებს რუბი ლუ, Atypical Ventures-ის დამაარსებელი. ლუ Midas List-ში ბოლოს 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც იგი DCM–ის გენერალური პარტნიორი იყო, სადაც მან დააარსა ფირმის ჩინეთის საინვესტიციო კომპანია და ხელმძღვანელობდა IPO–ებს ისეთ ფირმებში, როგორიცაა IT გადაწყვეტილებების პროვაიდერი Vanceinfo, ელექტრონული კომერციის პიონერი DangDang და ავტომობილების ონლაინ დილერი Bitauto. თებერვალში ლუის ადრეულმა ინვესტიციამ Kuaishou-ში, ძალიან პოპულარულ ჩინურ ვიდეო აპლიკაციაში, მნიშვნელოვნად გაამართლა: ის $40 მილიონი დოლარი, რომელიც მან ინვესტიციის სახით ჩადო კომპანიაში, ჰონგ-კონგის ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების შედეგად $14 მილიარდი ღირს.