მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია ფილიპინელმა და რუსმა ჟურნალისტებმა – მარია რესამ და დიმიტრი მურატოვმა მიიღეს.
კომიტეტის განცხადებით, მათ ჯილდო გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და დემოკრატიისა და მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად გაღებული ენერგიისთვის დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მურატოვი რუსეთში სიტყვის თავისუფლებას უკვე ათწლეულებია, იცავს. იგი თანადამფუძნებელია გაზეთის „ნოვაია გაზეტა“.
შეგახსენებთ 4-11 ოქტომბერს სტოკჰოლმსა და ოსლოში ნობელის პრემიის ლაურიატებს გამოავლენენ.