2020 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ‘მსოფლიო სასურსათო პროგრამამ’ მოიპოვა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2020 წელს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) მოიპოვა. ჯილდო მას შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტის ადგილებში მშვიდობის პირობების გაუმჯობესებისათვის ერგო. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავჯდომარე, ანდერსენი, ამბობს, რომ „სააგენტო აღიარებული იქნა შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებისთვისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობის დამყარების პირობებში შეტანილი წვლილისთვის“

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სურსათის უვნებლობას საერთაშორისო დონეზე იცავს. მათ გასულ წელს დახმარება აღმოუჩინეს ერთ მილიონ ადამიანს 88 ქვეყნიდან, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ომმა მოიცვა, კონფლიქტისა და პანდემიის კომბინაციამ მკვეთრად გაზარდა შიმშილისა და სიკვდილის პირას მყოფი ადამიანების რიცხვი.

მისტერ ბისლიმ აღნიშნა, რომ ნობელის მშვიდობის პრემია მხოლოდ WFP-ს არ წარმოადგენს. მან თქვა, რომ გაერო სისტემატიურად თანამშრომლობდა მთავრობასთან, ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, რომელთა მიზანია, დაიცვან შიმშილის პირას მყოფი საზოგადოება.

„მათ გარეშე ვერავის დავეხმარებოდით. ჩვენ ვართ ოპერატიული სააგენტო და ჩვენი პერსონალის ყოველდღიური მუშაობა განპირობებულია ჩვენი ძირითადი ღირებულებების – მთლიანობის, ჰუმანურობისა და ჩართულობის მეშვეობით“

პრიზი 10 მილიონ შვედურ კრონს შეადგენს, რაც, დაახლოებით, 1,1 მლნ ამერიკული დოლარია. უზარმაზარ პრესტიჟთან და ფულად ჯილდოსთან ერთად გამარჯვებულები ოქროს მედლებითც დაჯილდოვდებიან. WFP ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და პრიზის 101-ე გამარჯვებულმა, დევიდ ბისლიმ, აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მას სიტყვები არ ჰყოფნიდა. მშვიდობის პრემია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 10 დეკემბერს, პრიზის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის, გარდაცვალების წლისთავზე გაიცემა.

წელს სულ 318 ნომინანტი დასახელდა – 211 ადამიანი და 107 ორგანიზაცია. სხვა მონაწილეები, რომლებიც წლევანდელი პრიზის მოსაპოვებლად განიხილებოდნენ, იყვნენ 17 წლის შვედი გრეტა ტუნბერგი, კლიმატის აქტივისტი. ასევე, რუსი დისიდენტი და ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი.

1901 წლიდან ნობელის მშვიდობის ასი პრემია გაიცა, როგორც ინდივიაუალური, ასევე, 24 ორგანიზაციების.