2020 წელს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება.
“მშვენიერი ქვეყანა, რომელსაც მდიდარი ისტორია და კულტურა აქვს, თქვენი მასპინძელი იქნება” – განუცხადა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ორგანიზაციის წევრებს და მადლობა გადუხადა საბჭოს წევრებს მხარდაჭერისთვის.
პოლოლიკაშვილის თქმით, საქართველოს ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალი აქვს. “საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას თავისი ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო რუკაზე” – აღნიშნა მან.
აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც 35 წევრისაგან შედგება, წელიწადში ორჯერ ატარებს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. მიმდინარე წელს შეხვედრები ბაქოსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. UNWTO-ს შეხვედრას საქართველო პირველად უმასპინძლებს.
წყარო: Aljazeera.com