Forbes-ის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ჩამონათვალში მყოფმა უმეტესობამ წარმატება საკუთარი პროექტებიდან მოიპოვა. Forbes-თან ინტერვიუში მუდმივად აღნიშნავენ, რომ ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევაში დიდი როლი აქვთ და ამ როლის გამო კარგადაც უხდიან.
მაშ ასე რომელ ქალს უხდის Hollywood ყველაზე მეტ ფულს?
10. ელენ პომპეი – $23 მილიონი
“გრეის ანატომიის” მსახიობი საკმაოდ პოპულარულია და კვლავ ინარჩუნებს მაყურებლის სიმპათიას. თითო ეპიზოდიდან მისი შემოსავალი 575,000 დოლარია.
9. შარლიზ ტერონი -$23 მილიონი
Theron production company, Denver-ი და Delilah production-ის მიერ გადაღებულ ფილმში “Shot”, შარლიზმა მთავრი როლი შეასრულა. ასევე მონაწილეობა მიიღო Netflix-ის “Midhunter”-ის შექმნაში, ამავდროულად ნიკოლ კიდმანთან და მარგო რობისთან ერთად “Bombshell”-ის მთავარ როლშია.
8. მარგო რობი – $23.5 მილიონი
დაუვიწყარი ჰარლი ქვინის როლის შესრულების შემდეგ, მარგო ამ ფილმის გაგრძელების პროდიუსერადაც გვევლინება.
7. ელიზაბეთ მოსი-$24 მილიონი
“Handmaid tale”-ში ელიზაბეთი მთავარ როლში და აღმასრულებელ პროდუსერად გვევლინება.
6. ქეილი ქოუქო -$25 მილიონი
“The big bang theory”-ის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იქცა არხზე და ტელესივრცეში. ის თითო ეპიზოდში 900,00 დოლარს გამოიმუშავებდა.
5. ჯენიფერ ენისტონი – $28 მილიონი
“Friends”-ის მთავარი გმირიც, რომ მოხვდა ამ სიაში გასაკვირი სულაც არაა. ის “AppleTV+”-ის “The Morning Show-ში” იღებს მონაწილეობას.
4. ნიკოლ კიდმანი – $34 მილიონი
“Big little lies” გამოსვლის შემდეგ, კიდმანს კიდევ ორი ახალი პროექტი დაემატა “Bombshell”-ი და “The Goldfinch”-ი.
3. რის ვიზერსპუნი- $35 მილიონი
როგორც ჩანს სამეუსლ რისის პროდუსერული ნიჭით ხსნის. ის სამომავლოდ “Lucy in the sky-ს” და “Truth be told”-ს უხელმძღვანელებს.
2. სოფია ვერგარა -$44,1 მილიონი
“Modern family”-ს მომავალმა სეზონმა სოფიას ბიუჯეტი საკმაოდ გაზარდა. გარდა ამისა ის კვლავ ხელმძღვანელობს Sofia jeans-ის და ავეჯის ხაზის წარმოებას.
1. სკარლეტ იოჰანსონი – $56 მილიონი
და ვინ იქნებოდა ამ ათეულის პირველ ადგილზე თუ არა რეკორდსმენი ფილმის “Avengers Endgame”-ის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. როგორც ჩანს ნატაშა რომანოვას როლმა სკარლეტს საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა და MCU-სთან თანამშრომლობის სურვილიც გაუზარდა.