თიბისი VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში

CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.

CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.

თიბისის მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომი ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლათფორმაზე Shopify. საგადახდო პლატფორმას მსოფლიოში 450 000  ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში კი თიბისი პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის პარტნიორი გახდა.

CyberSource-ის საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით და ისარგებლონ მზა ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ-გვერდებით.

ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე, ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.

CyberSource-ის უპირატესობებია:

  • ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში;
  • ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%;
  • მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;

გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდების მარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა და ფროდების მიმართ. CyberSourc-ის გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით გაეზარდათ გაყიდვები.

თიბისი CyberSource-ით გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard  ბარათით, ისე ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay.