1 ივლისიდან ევროპა საერთაშორისო საზღვრებს ხსნის

ევროკავშირის მარეგულირებლების თანახმად, 1 ივლისისთვის საერთაშორისო მიმოსვლაზე აკრძალვათა უმეტესობა უნდა გაუქმდეს.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნები საზღვრებს ორგანიზაცის წევრი ქვეყნებისთვის 15 ივნისს გახსნიან და 1 ივლისისთვის, რამდენადაც ევროპული კომისია აცხადებს, მოქალაქეებს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების უფლებას მისცემენ. თუმცა, განცხადების თანახმად, გაწერილი იქნება ის ქვეყნები, რომელთაც შეეხებათ საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული აკრძალვის მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას სიფრთხილე გვმართებს, დროა, გარკვეულწილად ვიზრუნოთ შეზღუდვების მოხსნაზე იმ ქვეყნებთან, რომლებშიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტუაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსია,“ – აცხადებს ევროკავშირის შიდა საქმეთა კომისარი, ილვა იოჰანსონი.

კომისიის თანახმად, სახელმწიფოთა სიის შედგენა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. ამ კრიტერიუმთა თანახმად კი, 1 ივლისისათვის საერთაშორისო მიმოსვლა ისეთი ქვეყნებისთვის გაიხსნება, როგორებიცაა: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.