ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გუშინ ახალი პლატფორმა www.1anoba.ge გამოჩნდა. პლატფორმა მიზნად ისახავს მოხალისეობრივი საქმიანობა და ძალისხმევა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართოს. პლატფორმის დამფუძნებლებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„ჩვენი ერთიანობა არ არის მხოლოდ ფიზიკური #1anoba, ეს ღირებულებების აზრების და ხედვების ერთობაა. შემოგვიერთდი 19 მარტს 19:00 საათზე COVID19 წინააღმდეგ.
შევხვდებით ერთმანეთს დისტანციურ ღონისძიებაზე, სადაც თითოეულ ჩვენგანს ექნება შესაძლებლობა ერთი წინადადებით დაწეროს თუ რას ნიშნავს მისთვის Covid19!
ძალა ერთობაშია, ჩვენი #1anoba კი სამაგალითო, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ COVID19 ის წინააღმდეგ.
ჩვენი გუნდი თავს მოუყრის თქვენს შეხედულებას, ემოციას და ხედვას, რის შედეგადაც გავაკეთებთ ანიმაციურ რგოლს.
ჩვენთვის ერთობა გაერთიანებაა – ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.
#1anoba არის ის რაც ჩვენ შეგვიძლია, შემოგვიერთდი!“