ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბელარუსში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა წარადგინა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბელარუსში ამერიკის ელჩის თანანმდებობაზე ჯული ფიშერის კანდიდატურა განიხილება. ამჟამად ჯული ფიშერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დასავლეთ ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფიშერი საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
არსებული ინფორმაციით, ჯული ფიშერის აღნიშნულ კანდიდატურაზე დანიშვნა ოფიციალურად მას შემდეგ მოხდება, რაც ამ საკითხს სენატი განიხილავს და დაამტკიცებს.
ცნობისთვის, ბელარუსს აშშ-ის ელჩი 2008 წლის შემდეგ არ ჰყოლია, ოფიციალურ მიზეზად კი 2008 წელს ამერიკის მიერ ბელარუსულ კომპანიაზე სანქციების დაწესება სახელდება.