ოქროს მწარმოებელი ორი უმსხვილესი კომპანია – Norther Star Resources და Saracen Mineral Holdings – გაერთიანდა, რამაც, შესაძლოა, სხვა კომპანიებსაც მისცეს ბიძგი მსგავსი მოლაპარაკებების განსახორციელებლად. მათი საერთო ღირებულება $11.5 მილიარდს შეადგენს. გაერთიანებას გასული წლიდან მოელოდნენ, რადგან კომპანიები ავსტრალიის ოქროს დედაქალაქის, კალგურლის, განაპირას მდებარე ფიმისტონის საბადოს თანამეწილეები გახდნენ. საბადო 100 წელზე მეტია, უწყვეტად აწარმოებს ოქროს და ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მაღაროდ ითვლება.
ოქროს მწარმოებელთა გაერთიანებების შესახებ ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 წლის წინ ოქროს ფასმა საგრძნობლად მოიმატა. 2018 წლის აგვისტოში ოქროს ფასი ერთ უნციაზე $1178 იყო, შემდეგ 62%-ით მოიმატა, დღესდღეობით კი ის უნციაზე $1859-ს შეადგენს.
ოქროს ინდუსტრიის ლიდერები მომავალ წელს ფასის კიდევ უფრო დიდ ზრდას მოელიან, რაც დიდი ალბათობით მოლაპარაკებების კიდევ ერთ ტალღას წარმოშობს.
Northern Star-ისა და Saracen-ის ნულოვანი შერწყმით კომპანიები $1.5 მილიარდს დაზოგავენ, ხოლო ავსტრალიის მაღაროებიდან და ალასკზე მდებარე პოგოს საბადოდან ერთობლივად ოქროს 1.6 მილიონ უნციას მიიღებენ. აღნიშნული გაერთიანება გლობალური მასშტაბით გახდება მე-9 ყველაზე მსხვილ ოქროს მწარმოებელ კომპანიებს შორის და მე-6 საფონდო ბირჟის ღირებულებით.
წყარო: Forbes