ბალტიმორში არსებული უძრავი ქონების კომერციული ფირმის თანამშრომლების ოცნებები ნამდვილად ასრულდა. მათ უფროსმა, ედუარდ სენტ ჯონმა, წმინდა იოანეს უძრავი ქონების ფირმის დამფუძნებელმა, სადღესასწაულო წვეულებაზე გასაოცარი სიურპრიზი მოუწყო.
ფირმის 198 თანამშრომელს ბონუსის სახით 10 მილიონი დოლარი გადაეცა – ზოგიერთის ბონუსის მოცულობა 270,000 აშშ დოლარს აჭარბებდა.
10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პრემია თანამშრომლებს შორის მათი სამუშაო სტაჟის მიხედვით გაიყო. ამგვარად, მექანიკოსმა, რომელიც უკვე 39 წელი ემსახურა კომპანიას, მიიღო იმაზე მეტი ბონუსი, ვიდრე 38 წლიანი სტაჟის მქონე კომპანიის პრეზიდენტმა ლარი მაიკრანცმა.
კომპანიის თანამშრომლებმა ერთი თვის წინ 2005 წელს შემუშავებული სტრატეგიული მიზანი შეასრულეს – კომპანიის პორტფელს 20 მილიონ კვადრატულ მეტრამდე უძრავი ქონება ერიცხება.
კომპანიაში სჯერათ, რომ თანამშრომლები მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო მათი ბედნიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.