ლონდონის სასამართლოში ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა, გაზეთ Sun-ს „მეუღლეზე მოძალადის“ სახელის წოდებისთვის უჩივლა. ჰოლივუდის ვარკვლავმა სარჩელი Sun-ის აღმასრულებელი რედაქტორის, დენ ვუტონის, წინააღმდეგ 2018 წლის აპრილში დაწერილი სტატიის გამო შეიტანა. გახმაურებული სასამართლო პროცესიდან სამი თვის შემდეგ, მოსამართლე ნიკოლმა განაცხადა, რომ მოსარჩელის, ჯონი დეპის, მტკიცებულებები მოპასუხე მხარის წინააღმდეგ აღნიშნულ საქმეში საკმარისად არ მიიჩნია, ვინაიდან გაზეთის მიერ დაბეჭდილი სტატია სინამდვილეს შეესაბამება. მოსამართლის განცხადებით, მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წყვილის თანაცხოვრების განმავლობაში 14 ოჯახური ძალადობის ინციდენტიდან, 12-ში ჯონი დეპს ბრალი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა და ემბერი ჰერდიმ ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს და 2015 წლის თებერვალში იქორწინეს. ემბერი ჰერდმა 2016 წლის მაისში შემაკავაბელი ორდენი აიღო დეპის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მსახიობს ძალადობაში დასდო ბრალი. ემბერი ჰერდის ადვოკატის განცხადებით, დეპი, სასმლისა და ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე. დეპი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 წლის განმავლობაში გაზეთი ოჯახში ძალადობის ფაქტებს აშუქებს. გაზეთი ემბერი ჰერდს სასამართლოში Sun-ის სასარგებლოდ ჩვენების მიცემისა და გამბედაობისთვის მადლობას უხდის.
როგორც ჯონი დეპის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლის განაჩენი მოსარჩელე მხარისთვის მისაღები არაა და ამერიკელი მსახიობი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მსახიობის ზიანის ანაზღაურებისთვის $415,000 დოლარია დადგენილი, რასაც დამატებითი კომპენსაციაც შეიძლება დაემატოს. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ Sun-მა აღნიშნული სტატია საკუთარი ვებ-გვერდიდან არ წაშალა. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით, ჯონი დეპმა სტატიის გამოქვეყნების გამო მისი რეპუტაციის სერიოზული ზიანი უნდა დაადასტუროს, რაც მსახიობის კარიერულ წინსვლას ხელს შეუშლის.
ემილი კოქსმა, ლონდონის იურიდიულ ფირმის, Stewarts პარტნიორმა, განაცხადა, რომ ჯონი დეპს მოძალადე მეუღლის იარლიყი თანამშრომლობას გაურთულებს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: JK Rowling, Disney, რაც მის კარიერაზეც, შესაბამისად, უარყოფით გავლენას მოახდენს. ერთადერთი გზა, რომლითაც მსახიობი პატიების მოპოვებას შეძლებს ჰოლივუდსა და საზოგადოებაში, არის მისი პრობლემების აღიარება და მკურნალობა- აცხადებს იურისტი მარკ სტეფენსი.