„ჯარისკაცმა რობოტებმა“ მალე, შესაძლოა, ბრიტანული არმიის მეოთხედი შეადგინონ

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოცდაათი ათასი “რობოტი ჯარისკაცი” 2030-იანების ბოლოს ბრიტანული არმიის განუყოფელი ნაწილი გახდება. „რობოტი ჯარისკაცები“ ფრონტის ხაზზე ადამიანებთან ერთად იდგებიან და მიმდებარე ტერიტორიებს გააკონტროლებენ.

გენერალი სერ ნიკ კარტერის თანახმად, შეიარაღებულ ძალებს გამოწვევებთან გასამკლავებლად ახალი მეთოდების შემუშავება სჭირდებათ. „რობოტი ჯარისკაცებისა“ და დისტანციურად მართვადი მანქანების დამატებით კი, ბრიტანული ჯარი უფრო ეფექტური გახდება.

კარტერმა, ასევე, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ზუსტი რიცხვების პროგნორზირება რთულია. თუმცა მომავალში, შესაძლოა, რომ ბრიტანული ჯარი 90,000 ადამიანისა და 30,000 რობოტისგან შედგეს.

„ჯარისკაცი რობოტების“ საკითხი და მასზე ბიუჯეტის გამოყოფის მნიშვნელობა განხილული იყო წლევანდელ თავდაცვის მიმოხილვაში. თუმცა გასულ თვეში კანცლერმა რიში სუნაკმა სახელმწიფოთაშორისი ხარჯების დამტკიცება დროებით გადადო. კარტერი იმედოვნებს, რომ ბიუჯეტი მალე გამოიყოფა და გრძელვადიან პერსპექტივაში ბრიტანეთი ჯარების გამრავალფეროვნებას შეძლებს.

მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკაც, რომლის მიხედვით, მხოლოდ ადამიანს ექნება იარაღიდან სროლის უფლება. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანული შეიარაღებული ძალების ეს რეფორმა შეუზღუდავი ომის წამოწყების საშიშროებასაც ზრდის.