ჯაკანდა არდენი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტს მეორე ვადით იკავებს

ჯაკანდა არდენი ახალი ზელანდიის პოლიტიკოსია, რომელიც თავისივე ქვეყნის მე-40 პრემიერ მინისტრი და ლეიბერისტული პარტიის ლიდერი იყო 2017 წლიდან.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ის მეორე ვადით აირჩიეს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრად. აღსანიშნავია, რომ არდენის ლიბერალურმა ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნები მთელი 49%-ით მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ზემოთხსენებული პარტიისათვის ბოლო 50 წლის მანძილზე. 1996 წლიდან კი, როცა ქვეყანა პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაზე გადავიდა, ეს ყველაზე მაღალი შედეგია ნებისმიერი პარტიისთვის.

ოკლენდში, ასობით გულშემატკივრის წინაშე, გამარჯვების სიტყვით გამოსვლისას არდენმა თქვა: „მადლობა იმ ხალხს, ვინც დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ ჩვენი მესიჯი გაეზიარებინა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ადამიანს, ვინც ხმა მოგვცა, რომლებიც გვენდობიან, რომ გავაგრძელებთ ახალი ზელანდიის განვითარებას.მადლობას ვუხდი მათ, ვინც მხარს არ უჭერდა ლეიბორისტებს.“

როგორც გამოცემა NPR წერს: „გამარჯვება გასაკვირი არ იყო“, რადგან არდენი და მისი ჯგუფი მრავალჯერ დაეხმარა ახალ ზელანდიას გამხადიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

დღევანდელ რეალობაში, ჯერ კიდევ ხაზგასმით აღნიშნავენ ქალების წარმატებას. ჯაკანდა არდენი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ სქესი არ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებსა და მიზნებს. არდენი მისაბაძი მაგალითი გახდა მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალებისთვის და დედებისთვის, რომელთა მიზნები და ოცნებები უსასრულოა.