Ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ადელი მუსიკალურ ინდუსტრიას ახალი სინგლით – Easy on Me დაუბრუნდა

Gareth Cattermole/Getty Images

15 ოქტომბრისთვის ვარსკვლავი 6-წლიანი პაუზის შემდეგ რიგით მეოთხე ალბომს გამოუშვებს.

33 წლის მუსიკოსმა ახალი მუსიკის კლიპის ფრაგმენტი სოციალურ ქსელში განათავსა. Ვიდეოში ჩანს, რომ ის მანქანაში მუსიკალურ კასეტას ათავსებს, შემდეგ კი საქარე მინიდან ნოტების ფურცლები ცვივა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Adele (@adele)

ძლიერმა ხმის ტემბრმა და დაუვიწყარმა სახალხო შესრულებებმა ადელი დიდ ბრიტანეთში საუკუნის ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად აქცია. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 2019 წელს ხანგრძლივი ქორწინება დაასრულა და 8 წლის ვაჟს ამჟამად მარტო ზრდის. მუსიკის ინდუტსრიის კრიტიკოსები იმედოვნებენ, რომ პირად ცხოვრებაში კრიზისი მომღერლის კარიერულ განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.