SeaBubbles „მფრინავი ტაქსის“ ახალი ნაირსახეობაა, რომელსაც სპეციალისტები ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ტრანსპორტს უწოდებენ. მოწყობილობა აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით და ოთხი დახრილი საყრდენით – ერთგვარი ფრთებით, რომლიც სიჩქარის განვითარებისას იხურება.
პარიზის პრეფექტურამ შვედურ ფირმა Seabubbles-ს ინოვაციური წყლის ელექტროტაქსების ტესტირების დაწყების ნებართვა მისცა. საინფორმაციო სააგენტო AP-ის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში ახალი ნოუ-ჰაუ Issy-les-Moulineaux-ისა და Bercy-ის ტერიტორიაზე იმოძრავებენ.
დეველოპერის განცხადებით, გემს ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ის წყალში 50 კმ / სთ-ს ავითარებს. ტაქსის მართვა პლანშეტიდან არის შესაძლებელი.
ინოვაციის შემქმნელებს სურთ, რომ 2020 წლიდან ობიექტის კომერციული მასობრივი გაყიდვა დაიწყონ საფრანგეთის დედაქალაქსა და წყლის პირას განლაგებულ სხვა ქალაქებში. მათი ცნობით, ინტერესი უკვე გამოთქვეს ჟენევაში, ციურიხში, როტერდამსა და ამსტერდამშიც.
წყლის ტაქსის საფასური 200 000 ევროა.
წყარო: BMG