პროექტი „ციფრული თბილისი“ წარმოადგენს ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის „სკოპიტონ”-ის ( Scopitone. Stereolux. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილ ფესტივალს თბილისში, ადაპტირებულს ქართულ სახელოვნებო სცენისთვის.
Scopitone უკვე 18 წელია ყოველწლიური ფესტივალია ქ. ნანტში, რომელიც აერთიანებს მუსიკას, პერფორმანსის ხელოვნებას, გამოფენებს, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, მედია ხელოვნებისა და გამოხატვის ახალ გზებსა და ინსპირაციებს.
„ციფრული თბილისის“ მიზანია ფრანგულ “Scopitone-სთან კოლაბორაციის შედეგად ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და პარალელურად თბილისი, ფესტივალის ფარგლებში წლიდან-წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.
ფესტივალის ოფიციალური დღეებია: 25, 26, 27, 28 ოქტომბერი.
25 ოქტომბერი, 20:00 საათი, ფესტივალის გახსნა, ეროვნული მუზეუმის ეზო
ალექს ოჟიეს პერფორმანსი
ალექს ოჟიე – _nybble_
Audiovisual/ Performance
http://www.alexaugier.com/_nybble_/
_nybble_ აუდიოვიზუალური, სივრცითი პერფორმანსია (ხანგრძლივობა 30-45 წთ.) რომელიც 2017 წ-ს შეიქმნა L.E.V ფესტივალისთვის ესპანეთში, ხიხონი.
_nybble_ ის პრეზენტაცია თბილისში „ციფრული თბილისის“ გახსნაზე შედგება ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის ეზოში.
ალექს ოჟიე არის პარიზში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსი. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ჰიბრიდულ ციფრულ ესთეტიკაზე რომელიც ხმოვანი და ვიზუალური ელემენტებით განივად კვეთს მუსიკას ტრანსვერსალური პერსპექტივით. ეს ელემენტები ურთიერთქმედებენ სივრცესთან და სინგულარული აუდიოვიზუალური პერფორმანსის ფორმას იღებენ. მისი არტ-პროექტების განუყოფელი ნაწილია დიზაინი, პროგრამირება და ტექნოლოგიები.
ალექს ოჟიეს ნამუშევრების პრეზენტაცია ხდება ისეთ ფესტივალებზე , როგორიცაა Ars Electronika (ლინცი. ავსტრია); SAT (მონრეალი, კანადა, ) L.E.V (Laboratory of Visual Electronics. ხიხონი. ესპანეთი) ; scopitone (ნანტი. საფრანგეთი) Mapping (ჟენევა), ათენის ციფრული ფესტივალი; Nemo (პარიზი) Sonica (გლაზგო)
26 ოქტომბერი, 20“00 საათი, ღვინის ქარხანა N1, გიომ მარმენი „ სინათლე, მეტი სინათლე!
გიიომ მარმენი “სინათლე, მეტი სინათლე”
https://www.guillaumemarmin.com/Licht-mehr-Licht
გიიომ მარმენი ფრანგი ვიზუალ-არტისტია ნანტიდან. განათლება – ლიონის უნივერსიტეტსა და ARFIS-ში (კინო კოლეჯი) მიიღო. მისი დღევანდელი ნამუშევრები შეიცავს მუსიკალურ სცენასა და პერფორმანსის ხელოვნებაში ადრეულ გამოცდილებას და აგრეთვე ექსეპერიმენტული კინემატოგრაფისტების – ლინ ლაი Len Lye-სა და ამერიკული ექსპერიმენტული კინოს ლიდერის – სტენ ბრეკიჯის (Stan Brakhage) გავლენებს. ამ ყველაფრის საშუალებით გიიომ მარმენი ახალ სინთეზურ ალფაბეტს ეძებს გამოსახულებას, კადრებსა და რიტმებს შორის კონტრასტული კავშირების სახით.
ახალ ენაზე ახალი მედიის შეთავაზების მიზნით, გიიომ მარმენი ტრადიციულ ეკრანს ყველა სახის მედიაზე სცდის: მეპინგი 3D სკულპტურებზე და შენობებზე, მოძრავ სხეულებსა თუ კვამლში..
სინათლის სპექტრის თამაშით, დისკრეტული ანუ დანაწევრებული ხმებისა და სიგნალების ფრაგმენტებით (დაწკაპუნება, ვიბრაცია, ჩხვლეტა…) ქმნის სამყაროს, რომელიც შეიცავს აბსტრაქტულ სისუფთავეს და გენეტიკური გეომეტრიის დელიკატურობის შემცველ იმიჯებს.
საზოგადოებრივ სივრცეებში წარმოდგენილი მისი თვალისმომჭერლი ნამუშევრები არქიტექტორების, მუსიკოსებისა და განათების დიზაინერების თანამშრომლობის შედეგია.
თბილისში მარმენი თავის ცნობილ ინსტალაციას – Licht, mehr Licht!” წარმოადგენს . (მუსიკა Philippe GORDIAN I& Eve RISSER. ტექნიკური მენეჯერი -Simon ZERBIB)
სახელწოდება Licht, mehr Licht!” (ქართულად “სინათლე, მეტი სინათლე”) – „ფაუსტი“-სა და ამავდროულად „ფერთა თეორიის“-ს, მისტიციზმისა და ოპტიკის მკვლევარის – გოეთეს უკანასკნელი სიტყვებიდან მოდის.
ესაა კოლაბორაციული ნამუსევარი თბილისში მოღვაწე მრავალი პროფესიის ადამიანთან, რომელთა დახმარებიტაც, მიქაელ ლაფონტენი შემქნის თბილისის აუდიოგრაფიულ რუკას.
27 ოქტომბერი, 22:00 საათიდან, კლუბი „მტკვარზე“ გიომ მარმენისა და კორძის კოლაბორაცია პერფორმანსი
Cyclic Patterns გიომ მარმენის, ფრანგი ციფრული არტისტისა და ქართველი მუსიკოსის, კორძის 30 წუთიანი AV პერფორმანსია, რომლის ორიგინალური სცენოგრაფია სივრცით კონცეფციაზეა დაყრდნობილი: წრე მონიშნულია 16 ვერტიკალური LED განათებით, რომლის ცენტრშიც ორი არტისტი ხვდება ერთმანეთს. ისინი ქმნიან ამბიენტითა და მინიმალისტური ელემენტებით გაჯერებულ შთამბეჭდავ ლაივს. სინათლის სხივები იპყრობს მაყურებელსა და ხელოვანებს კინეტიკურ ეფექტებსა და ახალი ჩრდილების ძალით.
ეს ქართულ-ფრანგული შეხვედრა გთავაზობთ მომაჯადოებელ გამოცდილებას, რომელიც მულტიკულტურული თანამშრომლობის საზღვრებს სცდება.