Photo via BBC news
ერსინ თათარი, მემარჯვენე ნაციონალისტური ფრთის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტად აირჩიეს.
თათარმა, რომელიც პროთურქული განწყობილებით გამოირჩევა და გაყოფილი კვიპროსის ორ დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბების მომხრეა, ამომრჩეველთა ხმების 52% მიიღო.
მისი კონკურენტი და ჩრდილო კვიპროსის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მუსტაფა აქინჯი, კვიპროსის კუნძულის გამთლიანების, ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოების მომხრეა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში ერსინ თათარს ღიად უჭერდა მხარს. მან თათარს გამარჯვება ოფიციალური მიმართვითა და ტვიტერის პოსტით მიულოცა, რომელშიც აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს კვიპროსში მცხოვრები თურქების უფლებების დაცვას.
Kuzey Kıbrıs Türk Cumhuriyeti Cumhurbaşkanı seçilen Sayın Ersin Tatar'ı şahsım ve Türk Milleti adına tebrik ediyorum.
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) October 18, 2020
Türkiye, Kıbrıs Türk halkının hak ve hukukunun korunması için gereken her türlü çabayı göstermeyi sürdürecektir.
“ჩვენ სუვერენიტეტს ვიმსახურებთ – ჩვენ ვართ თურქი კვიპროსელების ხმა. ვიბრძვით, რათა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკამ იარსებოს, ჩვენმა სამხრეთ მეზობლებმა და მსოფლიოს ხალხმა პატივი უნდა სცეს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისათვის,“ – განაცხადა ერსინ თათარმა პრეზიდენტის ამპლუაში გამართული პირველი პრესკონფერენციისას.