
არქეოლოგებმა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში გათხრებისას პირველი და, მათი აზრით, უძველესი სამრეწველო საწნახელი აღმოაჩინეს. იგი 2700 წლითაა დათარიღებული, ეს პერიოდი კი ასურეთის მმართველ იმპერიულ ელიტაში ღვინის მოთხოვნის მკვეთრ ზრდას ემთხვევა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი იმპერია, ასურეთი მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში – თანამედროვე ერაყის უმეტეს ნაწილში, ასევე, ირანის, ქუვეითის, სირიისა და თურქეთის ტერიტორიებზე მდებარეობდა.
“ეს უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა, ვინაიდან პირველი შემთხვევაა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, როდესაც არქეოლოგებს ღვინის წარმოების ადგილის იდენტიფიცირება შეიძლიათ”, – განაცხადა დანიელ მორანდი ბონაკოსიმ, უდინის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის პროფესორმა და ნინევიის არქეოლოგიური პროექტის დირექტორმა ერაყის ქურთისტანის რეგიონში.
ამჟამად მკვლევართა გუნდი უძველესი სტრუქტურის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატებაზე მუშაობს.