ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთელ მსოფლიოში შემცირებულ მოთხოვნას ნავთობის ფასების შემცირება მოყვა. ამას დაემატა ნავთობის ექპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციის(OPEC) სხდომაზე რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ალიანსის ჩაშლა და კრემლის მიერ სატარიფო ომის გამოცხადება.
ფასების კოლაფსის ფონზე, ჩინეთი-მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი, ნავთობის მასშტაბურ შესყიდვას იწყებს. ჩინეთის მთავრობა გეგმავს სრულად დატვირთოს ნავთობის არამარტო სახელმწიფო რეზერვები, არამედ კერძო კომპანიებსაც უბიძგებს შეავსონ თავიანთი ტანკერები.
“მხოლოდ ჩინეთი ყიდულობს, სანამ მთელი მსოფლიო ყიდის“, – აცხადებს სინგაპურში მოღვაწე ტრეიდერი. შედეგად, ჩინეთი იმპორტის ხარჯებს შეამცირებს. ეს „ძალიან აგრესიული“ დარტმა იქნება აშშ-ს ნავთობის მწარმოებლებისთვის. მითუმეტეს, იმის ფონზე, რომ ნავთობის ფასები უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ისედაც ყველაზე დაბალია.