უილიამ შექსპირის პიესების პირველი კრებული 7,7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. წიგნი 1623 წელს ინგლისელი დრამატურგის მეგობრების, ჯონ ჰემინგისა და ჰენრი კონდელის მიერ დაიბეჭდა. შეგახსენებთ, რომ პირველი კრებულის მხოლოდ 6 ეგზემპლარი არის ცნობილი, თითოეული მათგანი კერძო მფლობელობაშია.
წიგნი ბრიტანულმა აუქციონის სახლმა „Christie’s“ ნიუ-იორკში სატელეფონო ტენდერის საშუალებით გაყიდა. სტეფან ლოვენთეილის განცხადებით, მისთვის უდიდესი პატივია, შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიესების კრებულის შეძენა.
მარგარეტ ფორდის, Christie’s-ის ხელნაწერთა ფონდის დირექტორის, განცხადებით, შექსპირის პიესების პირველი კრებულის გაყიდვამ ლიტერატურულ აუქციონზე ახალი რეკორდი დაამყარა. კრებულში შედის: „მაკბეტი“ , „იულიუს კეისარი“, „მეთორმეტე ღამე“.