Miami Ad School-მა შეასაძლოა თბილისში ფილიალი გახსნას. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში გაიხსნება Miami Ad School-ის ევროპის ფილიალი, რომელიც გერმანიაში არსებულ Miami Ad School Europe-თან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
უკვე შექმნილია ქართული ვებგვერდი www.miamiadschool.ge, სადაც სასწავლო პროგრამით დაინტერესებულებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და პირველებმა შეიტყონ სიახლეების შესახებ.
Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული გიორგი პოპიაშვილი Forbes Woman Georgia-თან საუბრისას აცხადებს, რომ “სტუდენტები სწავლას თბილისში დაიწყებენ, შემდეგ ბერლინის ან ჰამბურგის ფილიალში გააგრძელებენ. გაივლიან სტაჟირებას საერთაშორისო სარეკლამო კომპანიებში, სწავლის პროცესს კი კვლავ საქართველოში დაასრულებენ.”
როგორც უკვე აღვნიშნეთ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება კი მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, Miami Ad School 1993 წელს დაარსდა აშშ-ს შტატ ფლორიდაში, ევროპაში იგი Miami Ad School Europe-ის სახელით ფუნქციონირებს.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ყველაზე დიდი სარეკლამო კამპანიებს გეგმავენ და მუშაობენ ისეთი ცნობილი კოპმპანიებისათვის როგორებიცაა: Google, Facebook, Instagram და სხვა.
დაინტერესებისა და მეტი ინფორმაციის შემთხვევაში ეწვიეთ ვებ-გვერდს და მიუთითეთ თქვენი ელ.ფოსტა – miamiadschool.ge