ყირიმული ოქრო უკრაინას უნდა დაუბრუნდეს – ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილება

ალარდ პირსონის მუზეუმი, ამსტერდამი.

ჰოლანდიის სააპელაციო სასამართლომ ყირიმის უძველესი ისტორიული კოლექციური საგანძურის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის სასარგებლოდ მიიღო და ის მას მიაკუთვნა. დავა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით იყო განპირობებული.

სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ყირიმის ოთხმა მუზეუმმა სცადა, ეიძულებინა ამსტერდამის ალარ პირსონის მუზეუმი, მათთვის დაებრუნებინა ოქრო, რომელიც მუზეუმში ინახებოდა, როგორც უკრაინის სახელმწიფოს საკუთრება.

აღსანიშნავია, რომ საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაა შესაძლებელი. შესაბამისად, სკვითური ოქროს კოლექციის გადატანის მცირე შანსი კვლავ არსებობს.