ღირებულებების კვალდაკვალ

ფოტო: ანა ბოკო

ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად, ამერიკაში ერთი წლით ცხოვრებასა და იქ საშუალო სკოლის დამთავრებას თვლის. ისწავლა ჩეხეთში, ამერიკასა და იტალიაში. საერთაშორისო განათლების მიღების ფარგლებში, ეუფლებოდა სხვადასხვა მიმართულებებსა და დარგებს. ამ გამოცდილებამ მიახვედრა, რას ნიშნავს ხარისხიანი განათლება, მრავალფეროვანი ცხოვრება და შთამაგონებელი გარემო. ცხოვრების ასეთმა სტანდარტმა გაუჩინა მოტივაცია გაეუმჯობესებინა როგორც მისი, ასევე სხვების ცხოვრება. “საერთაშორისო ჯგუფებში სწავლამ, საგანმანათლებლო პროცესებს დამატებითი ღირებულება შემატა. იქაურ ინსტიტუციებში, მკაფიოდ იგრძნობოდა შეხედულებათა მრავალფეროვნება, არავის ეთაკილებოდა განსხვავებული აზრის გაჟღერება. ამან ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამომიმუშავდა უნარჩვევა, რომ ნებისმიერ საკითხს სხვადასხვა კუთხით შევხედო,” – ამბობსანაკლია სითისაღმასრულებელი დირექტორიქეთი ბოჭორიშვილი.

მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ეკონომიკის სამინისტროში 7 წელი სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე იმუშავა: ტურიზმი, მეწარმეობის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა. “ვამაყობ მიღწეული შედეგებით, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებით და არაერთი განხორციელებული ინვესტიციით ჩვენს ქვეყანაში, იქნება ესაწარმოე საქართველოში”, ტურიზმის მიმართლებით კონკრეტული მაჩვენებლების ზრდა, ჩინეთში საქართველოს ღვინის გაყიდვა, ქართული მოდის ინდუსტრიის წარმოჩენა მსოფლიო ბაზარზე, ამერიკელი და ინდოელი კინოპროდიუსერების დაინტერესება საქართველოთი, მიკრო მეწარმეობა, ათი ათასობით შექმნილი სამუშაო ადგილი თუ სხვა.

ამ სიაში უკვე ანაკლიის პორტის პროექტიც ჩაეწერა. საქართველოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არაერთ საერთაშორისო კომპანიას მოიზიდავს, ასევე, მრავალ ქართულ კომპანიას წაახალისებს. შესაბამისად, ქეთი ბოჭორიშვილის პროფესიული ცნობისმოყვარეობა და შემართება, მთლიანად ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისკენაა მიმართული, რომელიც მისი ღრმა რწმენით, საქართველოს შანსს მისცემს დაიბრუნოს თავისი მნიშვნელობა, როგორც სავაჭრო ტრანზიტული წარმოებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა.

ასეთი მასშტაბური პროექტის მმართველისთვის, წარმატების კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, თავისი გამომცდილებიდან გამომდინარე, შრომისმოყვარეობას უკონკურენტო პრიორიტეტად თვლის. “შრომის გარეშე ჩემს ცხოვრებაში არაფერი გამოსულა. ყოველთვის ვიყავი მიზანდასახული და ვფიქრობ, სწორედ ესაა წარმატების საწინდარიგულმოდგინედ, თავაუღებლად შრომა დასახული მიზნის მისაღწევად,” – ამბობს ის.

წარმატებული ადამიანები ყოველთვის შთააგონებდა, სწორედ ამ ინსპირაციაზე დაყრდნობით, სხვის და საკუთარ შეცდომებზე სწავლით შესძინა საქართველოს, ადგილობრივ რეალობაზე მორგებული მრავალი პროექტი. “დისციპლინა, შეცდომებზე და გამოცდილებაზე სწავლა, მუდმივი შრომა და დასახული მიზნისკენ თანმიმდევრული მუშაობამხოლოდ ეს მოიტანს შედეგს,” – ამბობს ის.

მისი ნებისმიერი წარმატებაიმ ხალხის წარმატებაცაა, ვისთანაც ერთადაც მუშაობს. ქეთი ბოჭორიშვილისთვის, გუნდური ძალისხმევა და ჩართულობა, ძირეული ღირებულებაა. ზუსტად ამ ღირებულებაზე დგასახალგაზრდა გლობალური ლიდერებისპლატფორმა, რომელსაც წელსანაკლია სითისაღმასრულებელი დირექტორიც შეუერთდა.

პირველ რიგში, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მრავალფეროვანი ინტერესებისა და პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, .ნეთვორქინგიდა სხვადასხვა თემაზე დისკუსია ფასდაუდებელი გამოცდილებაა,” – ამბობს ის.

ახალგაზრდა გლობალური ლიდერებიისეთ საკითხებზე უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ცოდნას, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და მდგრადობა. ამ და სხვა საკვანძო საკითხებზე აზრების გაზიარება, პლატფორმის მთავარი დანიშნულებაა. “თუ გვინდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, როგორ მსოფლიოშიც გვინდა ცხოვრება, აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ამ საკითხებზე მუშაობაში, ხმა უნდა ამოვიღოთ პრობლემებზე, რომლებიც გვაწუხებს და გამოვხატოთ პრობლემათა აღმოფხვრის ჩვენეული ვერსიები,” – ამბობს ის.

ახალგაზრდა გლობალური ლიდერებისფარგლებში საქართველოს 30-ზე მეტი სტუმარი ეწვია და გაეცნო ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებს. ეს თავისთავად მოქმედებს საქართველოს ცნობადობის ამაღლებაზე, რომელიც მომავალში ქვეყნის ეკონომიკაზე მკაფიოდ აისახება, ინვესტიციებისა და პარტნიორების გაჩენით. “ეს ინიციატივა ქვეყანას დაეხმარება სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. ის, რომ საქართველოს ჰყავს წარმომადგენლები ამ პლატფორმაზე, არის წინ გადადგმული ნაბიჯი, დამატებითი შანსი, რათა ჩვენი ხმა მსოფლიოს მივაწვდინოთ,” – ამბობს ის.

მსოფლიოსთვის საქართველოს ხმის გაგონება, საფუძველშივე გულისხმობს მცოცავ ოკუპაციაზე საუბარს. ქეთი ბოჭორიშვილისთვის, “ახალგაზრდა გლობალური ლიდერებისსაოკუპაციო ხაზთან მასპინძლობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. მისთვის ამ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო მხარდაჭერა პრიორიტეტულია. თვლის, რომ სწორედ ამას ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან ლიდერების ვიზიტი, რათა მათ საკუთარი თვალით დაენახათ რეალობა და განეცადათ იმ ადამიანების ტკივილი, რომელთა სახლკარიც საოკუპაციო მავთულხლართებშია მოხვედრილი. “ჩვენი მიზანი იყო ამ ადამიანებს შეეგრძნოთ იძულებით გადაადგილების და მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლთა ყოველდღიური ჭიდილი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძახილს, მსოფლიოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მოჰყვება. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი და გზავნილი.” –ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ ამ გზავნილს ძლიერი ქალები აგზავნიან, ქალები, რომლებსაც ოკუპაცია ვერ დაადუმებს. შემართებულ ქალებს დღეს საქართველოში ბევრი წინაღობა აქვთ. მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად და წასახალისებლად, კომპლექსური სტრატეგიები ისახება. ქეთი ბოჭორიშვილი მსგავსი ინიციატივების აქტიური მხარდამჭერია.

დღესდღეობით ქალებს ჩვენს ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვთ, მაგალითად, ფულადი გზავნილების სახით. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ნიშნავს გადინებულ მუშახელს ქვეყნის გარეთ. ამის დასაბალანსებლად, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაძლიერების ხელშეწყობა, წარმატების ისტორიების ფართო აუდიტორიებზე გატანა და მათი საქმიანობისა და პროფესიული ზრდის წახალისება. ქალთა ჩართულობა სხვადასხვა სფეროებსა და ინდუსტრიებში უნდა აისახებოდეს. ამისთვის აუცილებელია ჩამოიშალოს ხელოვნური ხელშემშლელი ბარიერები, რომელიც დაამტკიცებს ქალის როლის მნიშვნელობას პროდუქტიულობის კოეფიციენტის ზრდაში,” – ამბობს ის.

ფიქრობს, რომ საზოგადოების ფუნქციურობა პირდაპირ კავშირშია მისი თითოეული წევრის პროდუქტიულობის ზრდის ტემპთან. შესაბამისად, ამისთვის კოლექტიური ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. “ინდივიდუალის ბედნიერების ხარისხი პირდაპირპროპორციულია ქვეყნის კეთილდღეობისა. შესაბამისად, უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად, საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იზრუნოს პირად წარმატებაზე. ეს ნამდვილად მიღწევადია. ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერი არ არის და არსებული წინაღობების უმრავლესობასაც, ჩვენ თვითონვე ვქმნით. შესაბამისად, ამ წინაღობების და ბარიერების ჩამოშლაც ჩვენივე პასუხისმგებლობაა. ამბიცია, მიზანდასახულობა, შრომა და მუდმივი ბრძოლასწორედ ეს კომპონენტები აამუშავებს ქვეყნის ძრავს.”