ვაშიგტონ პოსტის სტატიის თანახმად, ქალთა მარშის სამი მნიშვნელოვანი ფიგურა თვეობით კამათის შემდეგ, ორგანიზაციას ტოვებს.
თანათავმჯდომარეებმა პოზიციები 15 ივლისს დატოვეს, მაგრამ ფორმალური განცხადება ამ კვირაში გაკეთდა.
როგორც ქალთა მარშმა ვაშინგტონ ფოსტს განუცხადა, ორგანიზაციის პირველი წევრები ქალთა მარშის საბჭოდან სხვადასხვა პროექტებზე გადაინაცვლებენ.
2016 წელს დაარსების დღიდან, ფრაქცია “National Chapter” ბევრ გაუგებრობაში გაეხვა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც რამდენიმე განსხვავებული ფრაქციისგან შედგება – განსაკუთრებული დელიკატურობა მოეთხოვებათ. ბლენდი, მალორი, სარსური და კარმენ პერეზი იმ ლიდერებთა შორის იყვნენ, რომელთაც ანტი-სემიტიზმი დააბრალეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხიდან მხოლოდ პერეზი დარჩება.
მედია მას შემდეგ დაინტერესდა მალორით, რაც ის 2018 წლის თებერვალში, ღონისძიებას დაესწრო, სადაც მთავარი გამომსვლელი მინისტრი ლუის ფარახანი იყო – რელიგიური ჯგუფის “Nation of Islam”-ის ლიდერი. სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქალთა მარშის რამდენიმე წევრმა – მათ შორის დამფუძნებელმა ტერეზა შუკმა და დამხმარე ორგანიზაციებმა, 2019 წლის მარშის წინა პერიოდში, მხარი აღარ დაუჭირეს “National Chapter” -ს.
შუკმა ასევე თხოვა ქალთა მარშის თანათავმჯდომარეებს თანამდებობების დატოვება, მას შემდეგ რაც გავრცელებული ინფორმაციით, მალორიმ, სარსურმა და პერეზმა მინისტრზე დადებით კონტექსტში ისაუბრეს. ფარახანი, რომელიც ტრამპს საჯაროდ აქებდა, ასევე ცნობილია ანტი-სემიტური, ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით.
მალორი, სარსური და პერეზი ორგანიზაციაში გააკრიტიკეს. კრიტიკა არ დაიშურეეს არც კონსერვატორებმა.
სარსური კონსერვატიულმა მედიამ უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ტერორიზმის მხარდაჭერაში, მას შემდეგ რას მან პალესტინის მიმართ ისრაელის პოლიტიკა გააკრიტიკა.
მას შემდეგ რაც თანადავმჯდომარეებმა დატოვეს ქალთა მარში, ქალთა მარშმა 16 ახალი საბჭოს წევრი დაასახელა – სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ქალები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეროვნულ ორგანიზაციას ხშირად აკრიტიკიკებდნენ იმისთვის რომ მათი საბჭოს წევრები დიდი ქალაქებში იყვნენ კონცენტრირებულები და არა პერიფერიებში.
სარსრუმა ახალი წევრების შესახებ კომენტარი გააკეთა:
“იმ ქალების მადლიერი ვარ, რომლებიც ახლა ქალთა მარშს სათავეში ჩაუდგნენ და წინ მიუძღვებიან. სწორედ ასეთი არიან ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებს.”
წყარო: Huffpost