ქალების ძალა “კაცების ბიზნესში”

დაფუძნებიდან 2 წელში გაათმაგებული სადაზღვევო პრემიები და საპატიო ადგილი სადაზღვევო ბაზრის ათეულშიასე გამოიყურება “Global Benefits Georgia” სადაზღვევო და რისკების მართვის კომპანია ციფრებში. ციფრები შთამბეჭდავია მაშინაც, როცა საქმე კომპანიაში ქალთა რაოდენობას ეხება, – მასში დასაქმებულთა 63%- ქალია. გენერალური დირექტორი საკუთარი კომპანიის წარმატებას, დიდწილად, „ Benefits“ ქალებსაბრალებს“. კომპანიის კონცეფცია ნინა კობახიძემ ქალებზე შეგნებულად და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ააწყო, მოსწონს როგორ ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას.

ქალები კომპანიისთვის

პრაქტიკა აჩვენებს, რომ თანაბარ პირობებში, როცა პასუხისმგებლობის გაზიარებასა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზეა საუბარი, უპირატესობა ქალების სასარგებლოდაა. სწორედ ქალების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საქმეები ხორციელდება უფრო სწრაფად და ეფექტურად თითქმის ყველა იმ კომპანიაში, სადაც ამ დრომდე მიმუშვია.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ქალები განსაკუთრებით ეფექტურები არიან მაღალ პოზიციებზე“, – ამბობს ნინა კობახიძე, იმ კომპანიის გენერალური დირექტორი, სადაც მენეჯერულ პოზიციაზე, ძირითადად, ქალები არიან. ნინაც კმაყოფილია ამ შედეგით და გუნდის დაკომპლექტებისას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მიდგომა მკაცრად გამორიცხა.

ჩემი მხრიდან, ალბათ, ცოტა სენსიტიური დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდოდა, რომბენეფიტსშიმენეჯერულ პოზიციებზე უფრო ქალები ყოფილიყვნენ, თუმცა გენდერული ნიშნით არავინ დაგვიჩაგრავს, როცა თანამშრომლებს ვარჩევდით, უბრალოდ გაბატონებული შეხედულება და სტერეოტიპი, რომ დასაქმებისას მამაკაცს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, როდესაც სამუშაო ადგილები შეზღუდულია, ამ მიკრო სოციუმში დავამსხვრიეთ და ისინი თანაბარ პირობებში ჩავაყენეთ. მოხდა ისე, რომ მაღალ პოზიციებზე უპირატესობა ქალებმა მოიპოვეს. დღეს ჩვენ გვყავს ქალი საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე, სამედიცინო დაზღვევის ბლოკის ხელმძღვანელ პოსტზე და სხვა. ჩვენთან ასევე ძალიან გონიერი და ჭკვიანი კაცები მუშაობენ, რომელთა დამოკიდებულებაც ასევე გვეხმარება ამ სტერეოტიპების მსხვრევის პროცესში: მათთვისაც ქალი უფროსი არ არის პრობლემა, პირიქით!

ქალები “კაცების ბიზნესსში”

ნინო კობახიძე – გენერალური დირექტორი

მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ ფინანსური ინსტიტუტებიკაცების ბიზნესია“ – თითქოს კაცები უფრო კარგად ითვლიან, უფრო კარგად ახდენენ რისკების შეფასებას. ერთხელ ლონდონში მკითხეს ჩემს კომპანიაში ქალების მონაწილეობაზე და იქვე მითხრეს, რომ ესკაცების ბიზნესია“. არ დავეთანხმე. საქართველოში და არა მხოლოდ ჩემს კომპანიაში, ძალიან ბევრი აქტიური და ჭკვიანი ქალია სწორედ, “კაცების ბიზნესისავანსცენაზე.“ 2 წელშიკაცების ბიზნესში“ „Benefits“-ის ქალებმა შეძლეს და ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე 30 000 ფიზიკური პირი მოიზიდეს, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით კომპანიის მიერ მოზიდული პრემია 7.96 მლნ ლარს შეადგენს და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.46 მლნ ლარით აღემატება. კომპანია, ქართულ ბაზართან ერთად, ამიერკავკასიის კორპორატიულ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებს. ის გავლენიანი საერთაშორისო ჯგუფის – Global Ben-efits Group – რეგიონალური წარმომადგენელია და დაკავებულია სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევით.

ქალთა უფლებები

Global Benefits Georgia მალე დეკლარირებულად შეუერთდება გაეროს პროგრამას მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკას ეხმიანება. კომპანია მალე ოფიციალურად დაადეკლარირებს, რომ ამ პროგრამის ყველა ძირითად პრინციპს იცავს. „გაეროს პროგრამაში 7 ძირითადი პრინციპია, სადაც ქალების უფლებები უნდა იყოს სრულად დაცული, მათ შორის არის ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორიც არის: სექსუალური ძალადობა, დეკრეტული შვებულება, სამუშაო საათები და ასე შემდეგ. ამ პროგრამის საშუალებით შევძლებთ, კიდევ უფრო ავამაღლოთ ქალთა შრომისუნარიანობა. გაეროს პროგრამასთან მიერთებას ჩვენ მალე დავადეკლარირებთ. მენეჯერები ვქმნით რეალობას, რომ თითქოს ჩვენს კომპანიებში არ არის ძალადობა, თუმცა საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მაინც არის პატარპატარა ნიუანსები, რომლისგანაც ჩვენი თანამშრომლები დეკლარირებულად უნდა დავიცვათ”, – ამბობს ნინო, რომელსაც მიაჩნია, რომტვინებისკონკურენციაში ქალებსა და კაცებს შორის უპირატესობის საკითხი დღეს უკვე აღარ დგას.

ქალისთვის, ამა თუ იმ საქმიანობის მიმღებლობას განსაზღვრავს დღევანდელი რეალობა და მაგალითი, რომელიც ქალებისთვის მათ მიკრო სოციუმში არის თვალსაჩინო. სამწუხაროდ, ბიზნესში ქალი მაღალ პოზიციაზე ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება. დღეს ჩვენი კომპანიის ქალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა დაემტკიცებინათ, რომ ქალებსაც წარმატებით შეუძლიათ უხელმძღვანელონ პროექტებს, კომპანიებს და ყველაზე მთავარი: არ არსებობსკაცებისდაქალებისბიზნესი”.