ქალების შექმნილი “კაცების” პროფესია

21-ე საუკუნის მსოფლიო წარმოუდგენელია კომპიუტერისა და პროგრამირების გარეშე. სამყაროს გაციფრულება იმაზე სწრაფად ხდება ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. კომპიუტერული მეცნიერებები ის სფეროა, რომელიც ჩვენს პლანეტას მომავლისკენ ამოძრავებს. დღესდღეისობით, აღნიშნული ინდუსტრია მამაკაცების მიერ არის დომინირებული, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ მოწოდებული მონაცემებიც მეტყველებს. კომპიუტერული პროგრამისტების საშუალო ხელფასი 2017 წლის მონაცემებით 87,670 დოლარია, რაც 35,805 დოლარით მეტია ამერიკის ეროვნულ საშუალო ხელფასზე – 52,065 ამერიკულ დოლარზე. თუმცა საინტერესოა ის თუ, როგორ ნაწილდება აღნიშნული წლიური ხელფასი სქესის მიხედვით. მამაკაც პროგრამისტების საშუალო წლიური ხელფასი 91,123 ამერიკულ დოლარს შეადგენს ხოლო, ქალებისთვის ეს ციფრი 79,603 დოლარამდე მცირდება.

რაც შეეხება გენდერულ კომპოზიციას, კომპიუტერული პროგრამირების სამუშაო ბაზარზე “The Census Bureau”-ს მონაცემებით კომპიუტერული პროგრამისტების 78,6% მამაკაცია, რაც სწორედ კაცებს ხდის ამ ინდუსტრიაში მომუშავე მთავარ ძალას.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. კაცობრიობისთვის ამ მეტად საჭირო დარგს საფუძველი ქალმა ჩაუყარა.

XIX საუკუნის ახალგაზრდა ინგლისელმა მათემატიკოსმა და მწერალმა ადა ლავლეისმა გამოიგონა გამომთვლელი დანადგარი, სახელად კალკულატორი, ხოლო შემდგომში კი განავითარა მსოფლიოში პირველი პროგრამა ამავე “მანქანასთვის”. ლავლეისის მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით კალკულატორი უკვე დამოუკიდებლად ითვლიდა ციფრების ბერნულ თანმიმდევრობას ანუ ე.წ “Sequence of Bernoulli”-ს. სწორედ ადა ითვლება პროგრამირების ფუძემდებლად.

XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც კაცები ინჟინერიით იყვნენ გატაცებულნი და პროგრამირებას, როგორც მეორად, ნაკლებად საინტერესო პროფესიად მოიხსენიებდნენ, პროგრამირების განვითარებას კვლავ ქალებმა ჰპოვეს ხელი. ქალები იყვნენ პიონერები პირველი ციფრული კომპიუტერის დაპროგრამირებაშიც.  1940 წელს ორმა ამერიკელმა ინჟინერმა, ჯონ მაუჩლიმა და პრესპერ ეკერტმა  მსოფლიოში პირველი ელექტრონული კომპიტერი ENIAC-ი შექმნეს, ხოლო კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფისათვის ექვსი ქალი: კეტლენ მაკულტი, ჟან ჯენინგსი, ბეტი სანიერი, მარილინ ვესკოფი, ფრენსის ბილასი და რუთ ლიჩტერმანი დაიქირავეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ მათ შექმნეს პროგრამა, რომელიც ბალისტიკური რაკეტების ტრაექტორიას ითვლიდა. ENIAC-ის შემქმნელებმა აღიარება მალევე მოიპვეს, თუმცა ექვსი ქალბატონის წვლილი მხოლოდ და მხოლოდ 40 წლის მერე დაფასდა. მათ “ENIAC-ის გოგოებიც” კი შეარქვეს. “ENIAC-ის გოგოები” იყვნენ პირველები, რომლებმაც გაანალიზეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პროგრამა პირვანდელი სახით გამართულად არასდროს ფუნქციონირებს და პროგრამისტების მთავარი მოვალოებაც, სწორედ, რომ პროგრამის შემდგომი განვითარება და მისი შეცდომებისგან გაწმენდაა.

ფასდაუდებელია, ამერიკელი პროგრამისტისა და საზღვაო ძალების ადმირალის, გრეის ჰოპერის წვლილიც პროგრამიერების განვითარებაში. მას მისი მიღწევების გამო, ხშირად “საოცარ გრეისსად” ან “პროგრამირების დედოფლადაც” მოიხსენიებენ. ჰოპერი თავის სფეროში მოწინავე, ჰარვარდის Mark I კომპიუტერის ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი იყო და მანვე შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეისმა სახელი გაუთქვა მანქანისგან დამოუკიდებელი პროგრამირების ენებს, რის შედეგადაც COBOL-ი, თანამედროვე პროგრამირების ერთ-ერთი პირველი ენა შეიქმნა.  მან აღმოაჩინა პროგრამირების ისეთი მეთოდი, რომელმაც ბევრად გაამარტივა პროგრამირების პროცესი და ციფრები სიტყვებით შეცვალა. COBE-ი დღესდღეისობითაც ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით კი საბანკო და სამთავრობო სტრუქტურებში. იგი პრაქტიკულად ნებისმიერ პლატფორმაზე მუშაობს. როგორც ასეთი, ის გამოიყენება თითქმის ყველა ბიზნეს ტრანზაქციაში. ყოველთვის, როდესაც თქვენ სარგებლობთ საკრედიტო ბარათით ან საინვესტიციო ტრანზაქციას ასრულებთ, COBOL-ი ამ პროცესებში მუდამ ჩართულია.

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია გასულ საუკუნეში კომპიტერულ პროგრამირების ინდუსტრიაში ბევრად უკეთესი  გენდერული ბალანსი იყო, ვიდრე ეს დღესაა.

ათწლეულების მანძილებზე, იმ ქალთა რიცხვი, რომელებიც კომპიტერულ მეცნიერებებზე სწავლობდნენ ბევრად სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მამაკაცების. 1967 წელს, ამ სფეროში იმდენად დიდი რაოდენობის ქალი იყო დასაქმებული, რომ ჟურნალმა “Cosmopolitan-მა” გამოაქვეყნა სტატია “კომპიუტერების გოგონები”,

რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ პროგრამისტი ქალები წელიწადში საშუალოდ 20 000 დოლარს გამოიმუშავებდნენ, რაც დღევანდელ რეალობაში 150 000 დოლარის ექვივალენტია. 1950-70-იანებში პროგრამისტების 30-დან 50 პროცენტამდე ქალები წარმოადგენდნენ და ეს პროფესია სრულიად ბუნებრივი იყო მათთვის.  თუმცა, 1980-იანებიდან, რაღაც შეიცვალა. მოცემულმა  მზარდმა ტენდენციამ კლება დაიწყო.

ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა…

1980-იანებიდან პროგრამირება ნელ-ნელა აღიარდა, როგორც ინტელექტუალური, პრესტიჟული პროფესია და პროგრამისტების ხელფასებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საგრძნობლად იწყო ზრდა. ამ ფაქტმა, კაცების დიდი ინტერესი გამოიწვია. მამაკცებმა დაიწყეს პროფესიული ორგანიოზაციებისა და ასოციაციების ჩამოყალიბება, დააწესეს საგრძნობლად რთული მოთხოვნები და მიზანმიმართულად გაურთულეს ქალებს აღნიშულ სფეროში მუშაობის დაწყება. სარეკლამო კამპანიებიც კი ქალის პირდაპირ დისკრედიტაციაზე იყო მიმართული – ისინი ქალებს ჭორაობაში, დროის ტყუილად ფლანგვასა და უსაქმურობაში სდებდნენ ბრალს. მენეჯრები გასაუბრების დროს განსაკუთრებულად მიკერძოებულები იყვნენ მამაკაცების მიმართ, რაც ქალს პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყების შანსს არ უტოვებდა. 1984 წელს კი პერსონალური კომპიუტერების გაყიდვაში ჩაშვებითა და იმ ნარატივის პოპულარიზაცით, რომ კომპიუტერი კაცების “სპორტია” საბოლოოდ მიიადგა ჩრდილი ქალების ამ სფეროში განვითარებას, რასაც დღესაც ვიმკით.

2006 წელის ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით კომპიუტერული სამუშაო ძალის 27-29%-ს ქალები შეადგენდნენ.  2013 წლისათვის  ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკელი კომპიუტერის პროგრამების ქალთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 20%-მდე დაეცა. აღნიშნული მონაცემი კი, “The Census Bureau-ს” 2017 წლის მონაცემებით თითქმის არ შეცვლილა, რაც საგანგაშოდ შეიძლება მივიჩნიოთ.

განვითარებული ქვეყნები იაზრებენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს და გაორმაგებული ძალებით ცდილობენ ქალთა გაძლიერებასა და ჩართვას პროგრამირების ინდუსტრიასა და მთლიანად STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებში. რადგან დანაკარგი, რასაც ქვეყნის ეკონომიკა და მთლიანად ინდუსტრია გენდერული უთანასწორობით განიცდის კოლოსალურია.