ფასდაუდებელი ინვესტიცია

ყველას ჩვენჩვენი ინდივიდუალური მოსაზრება გვაქვს განათლებაზე. ძირითადად ვთანხმდებით, რომ განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობაეს არის თითოეული ადამიანის პიროვნული ზრდის, სახელმწიფოებრივი განვითარებისა და კაცობრიობის ხელშესახები პროგრესის მთავარი ინდიკატორი. ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებას, გარკვეულწილად, ფორმალური და არაფორმალური განათლების სტრუქტურებიდან მიღებული ცოდნისა თუ უნარჩვევების ინდივიდუალური კომბინაცია განსაზღვრავს.

მეოცე საუკუნის მიწურულს, წარმატებული საგანმანათლებლო პროცესის მთავარ მამოძრავებლად და შემადგენლად იქცა მიზანდასახულობა და შინაგანი მოტივაცია. პროფესიული ცნობისმოყვარეობისა და თვითდაჯერებულობისკენ სწრაფვამ მსოფლიო განათლების სისტემების რეფორმირება განაპირობა. თვითგანვითარების ინსტრუმენტები და განათლების მიღების გზები უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური გახდა. ციფრული სამყაროს და განათლების კლასიკური ინსტიტუციების ჰარმონიულმა შერწყმამ ხელი შეუწყო თამაშის თანამედროვე წესების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა პროფესიული თუ შემოქმედებითი თვითრეალიზებისთვის საჭირო რესურსებზე მოთხოვნა.

მთავრობების, ფონდებისა და სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ინვესტირებული ფინანსური თუ სოციალური კაპიტალი განათლების მიღებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, მაგრამ მხოლოდ მათი ჩართულობა ნამდვილად არ არის საკმარისი. ბიზნესის მიერ განათლებაში ინვესტიცია, სურათს მკაფიოდ ცვლისპირველ რიგში, მათთვის, ვისაც ცხოვრებაში საკუთარი დანიშნულების პოვნის დაუშრეტელი სურვილი აქვს. ამასთან ერთად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, ქვეყნის ეკონომიკას კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ინფორმირებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.

არსებობენ კომპანიები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბიზნესს შესწევს ძალა გამოეხმაუროს საზოგადოებრივ საჭიროებებს და პოზიტიური გავლენა მოახდინოს მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე.

კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის „CSR ჯილდო 2019“-ის გამარჯვებულიც ასეთი კომპანიაასაქართველოს, ანუ მთელი ქვეყნის ბანკი. კონკურსმა, რომლის ძირეული არსიც, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაა, “საქართველოს ბანკისწორედ განათლების ხელშეწყობისთვის დააჯილდოვა.

დიდი ხანია, ახალგაზრდა თაობის საგანმანათლებლო საჭიროებებზე ზრუნვა ბანკის მყარი პოზიციაა. სწორედ ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეიქმნა ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმაwww.boe.geიგივეგანათლების ბანკი”, რომელიც აერთიანებს კომპანიის მიერ განხორციელებულ და მხარდაჭერილ ინიციატივებს, იქნება ეს ინფორმაცია ციფრული და ფიზიკური სასწავლო სივრცეების, ენის შემსწავლელი, სასტიპენდიო პროგრამების თუ სხვა საგანმანათლებლო კონკურსებისა და პროექტების შესახებ.

საქართველოს ბანკისმიერ განხორციელებული ერთერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი სათავეს იღებს იქ, სადაც მომავალი იწყება. “მომავალი იწყება აქ” − საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სლოგანია, რომელიც ზედმიწევნით ასახავს უნივერსიტეტის ძირითად დაპირებასმომავლისკენ ნაბიჯის გადასადგმელად აუცილებელ ღრმა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარჩვევებსა და ფინანსურ მხარდაჭერას.

ახალგაზრდა, მოტივირებულ სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა კომპანიის აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მრავალი წელიასაქართველოს ბანკიუმაღლესი განათლების მიღების მსურველ მიზანდასახულ ახალგაზრდებს დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს.

ხათუნა კაკაბაძე “საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორი:

ბანკი წლებია მხარს უჭერსფულბრაიტისსამაგისტრო პროგრამისა დაჩივნინგისსასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომელთა ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღონ. „საქართველოს ბანკმა“ 3 402 196 ლარით დააფინანსა 509 სტუდენტი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ“.

ორივე პროგრამა გულისხმობს სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობებზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლის ფინანსურ ხელშეწყობას. კარიერული ტრამპლინი კომპანია „Amazon“-მდეასეთიაფულბრაიტისსამაგისტრო პროგრამის სტიპენდიატის, თამუნა პაპავას ისტორია.

ვიცოდი, რომ ჩემს კარიერაში ცვლილების დრო დადგა და ამ ცვლილებაში მაგისტრატურა დამეხმარებოდა. თუმცა არ ვიცოდი, ზუსტად რა მიმართულება ამერჩია. საბოლოოდ, „ფულბრაიტისსაშუალებით მოვახერხე და სრული დაფინანსებით ჩავირიცხე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA), რამაც პირდაპირ განაპირობა ჩემი კარიერის შემდგომი ეტაპიამერიკულ ტრანსნაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანია “Amazon”-ში მოხვედრა. ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვისსაქართველოს ბანკს“, რომლის დაფინანსებით ვისწავლე ამ უნივერსიტეტში. “Amazon”-ის ტიპის წამყვანი კომპანიები, როგორც წესი, კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევენ ახალ კადრებს. ასეთ უნივერსიტეტში რომ არ მესწავლა, “Amazon”-ში მუშაობის შანსი მიზერული იქნებოდა“, − ამბობს თამუნა.

ჩივნინგისსასტიპენდიო პროგრამა ნინო ვარდოსანიძეს, ახლა უკვე NDI-ის ერთერთი უკრაინული პროექტის ხელმძღვანელსაც დაეხმარა კარიერულ წინსვლაში.

საქართველოში დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებასჩივნინგისწყალობით სულ სხვა თვალით შევხედე. აკადემიური სიკეთეების გარდა, ამ პროგრამის მეშვეობით გამიჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, გავცნობოდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ჩემი კოლეგების გამოცდილებას და საქართველოში ახალი იდეებითა და ენერგიით დავბრუნებულიყავი. „ჩივნინგისერთმა წელმა მომცა საშუალება, ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიმეღო და მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა ისეთ საინტერესო პროექტებში, რომელთა მიზანია საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის განვითარება, მისი უკეთ რეგულირება. დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში ფასდაუდებელია“, − ასე აფასებს ნინო ვარდოსანიძე ამ პროგრამაში მონაწილეობას და მის მნიშვნელობას.

თამუნა პაპავას და ნინო ვარდოსანიძის მსგავსად, „საქართველოს ბანკისუშუალო ჩართულობამ, კონკრეტულად კი უმაღლესი განათლების მიღებაში ხელშეწყობამ, მრავალ სტუდენტს გაუკვალა ინდივიდუალური პოტენციალის მასშტაბური რეალიზებისკენ მიმავალი გზა. თუმცა ბანკის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო ინიციატივები სცდება უმაღლესი განათლების ფორმებს და მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა:

ნებულა“ − ზოგადი უნარების ციფრული პლატფორმა აბიტურიენტებისთვის; “Public Speaking Competition” − კონკურსი ინგლისური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის;

საბანკო ლექსიკონი“ − საბანკო პროცესებზე ინფორმირებულობისთვის; “Charte.ge” – ინტერნეტიზაციისთვის; „ხანის აკადემია“ − ცოდნისთვის და ა..

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს. „საქართველოს ბანკმაკაპიტალის დაბანდება არჩია განათლებაში, რადგან იგი სამყაროს შეცნობის უალტერნატივო ინსტრუმენტია.

განათლების ხელშეწყობის გულშემატკივრებს კი ისღა დაგვრჩენია, შემოთავაზებული შესაძლებლობები გამოწვევებად მივიღოთ და ვიმედოვნოთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გადამდებია.