უცხოური ინვესტიციები 23.6%-ით შემცირდა| საქსტატი

საქსტატი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარ მონაცემებს  აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში ინვესტიციების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  23.6 %-ით შემცირდა და 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით,  უმსხვილესი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გაერთიანებული სამეფო – 117,7 მლნ. აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი – 79,3 მლნ. აშშ დოლარი
  • აშშ – 24,2 მლნ. აშშ დოლარი
  • იაპონია – 15,6 მლნ. აშშ დოლარი
  • პანამა – 14,6 მლნ. აშშ დოლარი
  • არაბეთის გაერთიანებული ემირატები – 9,7 მლნ. აშშ დოლარი
  • ლუქსემბურგი – 8,3 მლნ. აშშ დოლარი
  • თურქეთი – 7,8 მლნ. აშშ დოლარი
  • ჩეხეთი – 5,6 მლნ. აშშ დოლარი
  • რუსეთი – 5,3 მლნ. აშშ დოლარი

ხოლო დანარჩენი ქვეყნების მიერ განხორციელებული ინვესტიციები  14.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება უცხოური ინვესტიციების ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით განაწილებას, ყველაზე მეტი ინვესტიცია (128.3 მლნ. აშშ დოლარი) საფინანსო სექტორში განხორციელდა და 42.4% შეადგინა. ხოლო სამი უმსხვილესი სექტორის წილი ჯამში 66.8%-ს გაუტოლდა. კერძოდ კი ინვესტიციები ასე გადანაწილდა:

  • საფინანსო სექტორი – 128,3 მლნ. აშშ დოლარი
  • ენერგეტიკა – 37,1 მლნ. აშშ დოლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 36,6 მლნ. აშშ დოლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 31,0 მლნ. აშშ დოლარი
  • უძრავი ქონება – 20,6 მლნ. აშშ დოლარი
  • კავშირგაბმულობა – 9 მლნ. აშშ დოლარი
  • სასტუმროები და რესტორნები – 7,9 მლნ. აშშ დოლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 2,7 მლნ. აშშ დოლარი
  • სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – 1,6 მლნ. აშშ დოლარი
  • დანარჩენი სექტორები – 8 მლნ. აშშ დოლარი