უაიტის კუნძულზე დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

Four bones of the new dinosaur and where they are thought to have come from (PA)

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგების განმარტებით, გასულ წელს ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე ნაპოვნი ძვლები დინოზავრის ახალ სახეობას წარმოადგენს და ტირანოზავრ რექსის ოჯახიდანაა.

Vectaerovenator inopinatus – ასე მოიხსენიებენ მეცნიერები თეოროპოდური დინოზავრის ახალ სახეობას, რომელიც 115 მილიონი წლის წინ ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა და ოთხ მეტრამდე სიგრძის იყო. პალეონტოლოგები კუნძულ უაიტზე, სოფელ შანკლინში აღმოჩენილ ძვლებს ოთხი თვის განმავლობაში იკვლევდნენ. კვლევის შედეგები ჟურნალ „Papers in Palaeontology“-ში გამოქვეყნდა.