სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,896,104 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. მათი უმრავლესობა, (საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეების გათვალისწინების გარეშე) 76.5%, მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების ვიზიტები იყო. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს რუსეთი 437,510 ვიზიტით, მას მოსდევს აზერბაიჯანი 329,815, სომხეთი 298,545 და თურქეთი 298,440 ვიზიტით.
საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი 1,345,415 (ზრდა +10.8%) სახმელეთო გზით განახორციელეს. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისის აეროპორტის 396,347 (+13.9%) სასაზღვრო პუნქტიდან განხორციელდა, მას მოსდევს სარფი 332,793 (+7.2%) და ყაზბეგი 322,992 (+17.3%) ვიზიტით.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ფოტო: Suhyeon Choi