ავტორი: ნინი ჯალაბაძე
ამბავი, რომელსაც გიამბობთ თბილისში მოხდა. ამბის მთავარმა გმირმა მისი სიყვარული დიდი ძალისხმევის შემდეგ იპოვა. ალბათ გიკვირთ, სხვა ჟურნალს ხომ არ კითხულობთ, მაგრამ ეს არც მეტი არც ნაკლები საკუთარ საქმეზე შეყვარებული ქალის ამბავია, რომელიც იმდენ სტერეოტიპს ამსხვრევს ერთად რამდენიც გაგიხარდებათ. სოფო სოლოღაშვილი თბილისში არსებული საერთაშორისო ბრენდის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიტნეს ცენტრის „Snap Fitness“-ის დირექტორია. Snap-ში მისვლამდე სოფოს პირადად არ ვიცნობდი, ამიტომ მის შესახებ წარმოდგენები მოძიებული ინფორმაციის მეშვეობით შევიქმენი, ვაი რომ ყველა წარმოდგენა მკაცრი და დისტანციური ქალის შესახებ სოფოს პირველივე სიტყვების, შემდეგ გაქრა და საოცრად უშუალო და გახსნილ ადამიანთან მომიწია საუბარი.
საკუთარ პირველ ნაბიჯებს თვითონვე უწოდებს „არაბანალურს” და ნამდვილად არ ცდება, პირველი მსხვრევა გამოგონილი კულტურული ნორმებისა, სწორედ მაშინ დაიწყო, როცა გასაუბრებაზე ფეხმძიმე მივიდა.
„ჩემი პირველი ნაბიჯები სნეპში არც ისე ბანალურია. გასაუბრებაზე მოსვლისას 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი, აქ მუშაობის დაწყება იმდენად მინდოდა, რომ ეს ამბავი დავმალე, ხოლო მეორე გასაუბრებაზე კი უკვე დიდი მუცელი მქონდა. შოკისმომგვრელი იყო, როცა მივხვდი, რომ ორსული ამიყვანეს სამსახურში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხშირია სიტუაცია, როცა ფეხმძიმეებს სამსახურიდან აგდებენ ჩემი შემთხვევა კი პირიქით იყო. წარმოიდგინეთ, როგორი განწყობა გამიჩნდა. მივხვდი, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა იმ ადამიანების იმედები უნდა გამემართლებინა, რომლებიც ედგნენ ფეხმძიმე ქალს. ბუნებრივია თავიდანვე დირექტორობით არ დამიწყია, ჯერ ადმინისტრაციული მენეჯერი ვიყავი და საქმიანობა Snap Fitness-ის გახსნამდე დავიწყე, სწორედ ამიტომ მიყვარს ის შვილივით, სამუშაო დღეც უბრალოდ არ სრულდება, სახლში მისვლის შემდეგ ბევრს ვფიქრობ Snap-ზე, რა შევცვალო, რა გავაუმჯობესო და ასე შემდეგ.“
სოფოსთან საუბრისას, მუდმივად ვხედავდი მის უკან ქალს, რომელსაც ყველა დაბრკოლება მოტოვებული ჰქონდა, მაგრამ არ მასვენებდა იმაზე ფიქრი თუ როგორ გაუძლო სტერეოტიპების ქარიშხალს, როგორიცაა „ამ სფეროს კაცი უფრო მოუხდებოდა“ და მსგავსი, მაგრამ როგორც გაირკვა სოფო ამ შემთხვევაშიც კარგი გამონაკლისი აღმოჩნდა.
„ბევრჯერ ძალიან გაკვირვებული დავრჩი მაგის გამო, მაგრამ არ მიწევდა სტერეოტიპეთან შეჯახება, რადგან დროსთან ერთად ეგ სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა და მეც ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა სადაც ასე ნაკლებად ფიქრობენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ კაცი ხშირად უფრო ჩარჩოებშია მოქცეული და სწორხაზოვანი მმართველია, (ბუნებრივია ყველას არ ეხება) ხოლო ქალს უფრო მეტად ეხერხება ლავირება, საქმეში მრავალფეროვნება და გადაწყვეტილების მიღებისას დიპლომატია.“
გამოგიტყდებით, როგორც კი Snap Fitness-ში შევედი პირველი იმ ადამიანებს მოვავლე თვალი ვინც ვარჯიშობდა, რაღაც უცნაური კმაყოფილება იკითხებოდა თითოეულის სახეზე. ვერ მივხვდი ეს ვარჯიშისას გამოყოფილი ენდორფინების ბრალი იყო, თუ Snap-ის გამორჩეულობის. ისიც ვიფიქრე, რომ ეს სპორტდარბაზი საერთაშორისო ბრენდის სტატუსს ამართლებდა.
„4 წელია რაც “Snap Fitness” არსებობს და თამამად შემიძლია ვთქვა, რატომ უყვარს ის მომხმარებელს. გარდა იმისა, რომ გვაქვს საუკეთესო Technogym-ის ტრენაჟორები, ასევე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების სავინტილაციო სისტემა, მაგრამ მაინც ამ ადგილის მთავარი ხიბლი მისი თანამშრომლებია, რადგან მათი შერჩევისას ყველაზე მეტ ყურადღებას მათ პოზიტიურობას ვაქცევ, რადგან ამ პოზიტივს ისინი შემდეგ დარბაზში ავრცელებენ და ამას მომხმარებელი გრძნობს.“
სოფომ ქართველი მომხმარებლის „ვარჯიშის კულტურის“ შესახებაც გავიზიარა თავისი გამოცდილება:
„ძალიან კარგია როცა ერთი ადამიანი სფეროში დიდხანს არის და მასთან ერთად ვითარდება, რადგან მომხმარებელი ჩემს „ხელში გაიზარდა“ ვარჯიშისა და სპორტდარბაზში მოქცევის კულტურა ნელ-ნელა გამოიმუშავეს. ინვენტარის გამოყენებიდან დაწყებული ჰიგიენის ნორმებით დამთავრებული, ასევე ხშირად მოდიოდნენ უფრო გასართობად ახლა კი ზუსტად იციან, რომ მათ ეს სჭირდებათ. ვარჯიშის დროს გამოყოფილი ენდორფინების გარდა აქ ისინი ისეთ სოციუმსაც ხვდებიან, რომელსაც ძალიან აფასებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
როგორ ფიქრობთ, როგორ გამოიყურება თავად სპორტდარბაზის დირექტორი? მიუხედავად იმისა, რომ სოფოს სპორტულები ნამდვილად არ ეცვა შესანიშნავ ფორმაში იყო და არც დაუმალავს თუ როგორ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემები ხერხემალზე და ჩვენი ძალიან კვალიფიციური პილატესის მწვრთნელის წყალობით, 6 თვის თავზე სრულიად სხვა ადამიანად ვიქეცი. ეს იყო რეგულარული ვარჯიშის შედეგი. შესაძლოა ყველასთვის არ იყოს მისაღები ტრენაჟორებზე ვარჯიში, სწორედ ამიტომ არსებობს ჯგუფური ვარჯიშები, რომლებიც მრავლად გვაქვს და ესენია: სპინინგი, აერობიკა, ზუმბა, ტაბატა, პილატესი და პრესები. ამ ვარჯიშების წყალობით ვახერხებთ, რომ ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვნება შევთავაზოთ.“
არაერთხელ ვახსენე, რომ ამ ქალბატონს თავის საქმე უზომოდ უყვარს, თუმცა მასზე ინფორმაციის მოძიებისას მისი ოჯახის შესახებაც გავიგე, მომენტალურად გამიჩნდა კითხვა რამდენად უწყობდა ხელს მისი სიყვარულის ერთი ობიექტი (ოჯახი), მეორეს (სამსახურს). პასუხიც ზუსტად ისეთი მივიღე წარმატებული ქალისგან, რომ ელიან ანუ შემდგარი ადამიანის უკან, რომ აუცილებლად დგას გამგები მეუღლე და ოჯახი.
„ხდება ხოლმე, რომ Snap-იდან ძალიან გვიან გამოვდივარ ან მიწევს სულ აქ ყოფნა, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ისე შეუწყოფს ხელს პარტნიორს, როგორც მე მეხმარება ჩემი მეუღლე და სხვა ოჯახის წევრები. ამით ვარ ძალიან ბედნიერი.“
Forbeswoman-თან ინტერვიუში, სოფომ მისი მესამე შვილის ანუ “Snap Fitness”-ის გაზრდის შესახებაც გვიამბო:
ჩვენ პირველი ფილიალი ყაზბეგზე გავხსენით, მერე იყო ჭავჭავაძის ფილიალი. ცინცაძის Snap კი საბურთალოს მომხმარებლების სიჭარბემ გაგვახსნევინა. საბოლოოდ თბილისში სამ ლოკაციას მოვიცავთ: ყაზბეგის 24-ში, ჭავჭავაძის 29-ში და ცინცაძის 37-ში ნომრებში. ახლა ვგეგმავთ გარეუბნებში გასვლას, ასევე გვინდა ბათუმში დაფუძნებაც. დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ბაზარზე კვალიფიციური ტრენერების სიმცირის გამო, ჩვენ გავხსენით აკადემია, სადაც სრულყოფილად და კომპლექსურად შევასწავლით ამ პროფესიას, მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტმა ძალიან გაამრთლა.
მთელი საუბრის მანძილზე მინდოდა მისგან რაიმე რჩევა მიმეღო ან სამომავლოდ ანდაც ამ მომენტისთვის, ბოლოს და ბოლოს ბევრ ქალი არ აჰყავთ ფეხმძიმე სამსახურში, ანუ ამ ქალს ჰქონდა რაღაც ისეთი რის გამოც მას შეიძლება ენდო და ჩააბარო სრულიად პატრიარქალური სფერო, ჰოდა მეც რა გამაჩერებდა და რჩევა ვკითხე ყველა იმ ქალის სახელით, ვინც გამოწვევების წინაშე დგას.
ჩემ თავს უფლებას მივცემ, რომ სხვას ვურჩიო, რადგან მე ვაკეთებდი საქმეს, რომელიც არ მიყვარდა და ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, საბოლოოდ როგორც იქნა ვიპოვე სფერო, რომელიც ძალიან მიყვარს, ამიტომ ვურჩევ ყველას არ შეწყვიტონ ძებნა, ისეთი საქმის რაც სიამოვნებას მიანიჭებთ და არასდროს არ დანებდნენ!