სოფო ჭყონია Fashionnovation-ის მოდის სამიტის სპიკერებს შორის მოხვდა

საქართველოში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ღონისძიების, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის, ორგანიზატორი, სოფო ჭყონია, Fashionnovation-ის მოდის სამიტის სპიკერი იქნება. სამიტი უკვე წლებია იმართება და მასში მოდის სფეროს ბევრ ცნობილ სახეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ სოფო ჭყონია გასულ წელს გამოცემა Business of Fashion-ის მიერ საერთაშორისო მოდის 500 ყველაზე მნიშვნელოვან პირს შორის დასახელდა. დემნა და გურამ გვასალიებთან ერთად ის, ასევე, აღიარებულია მოდის გლობალური ინდუსტრიის წამყვან ფიგურად BOF-ის მიერ.

დაინტერესებულ პირებს Fashionnovation-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სპიკერებზე მოკლე დოსიეს ნახვაც შეუძლიათ. სოფოს ბიოგრაფიაშიც უმთავრესი დეტალებია გამოკვეთილი: მის სახელს უკავშირდება BENEXT Art-ის დაფუძნება, ახალგაზრდა, დებიუტანტი დიზაინერების ხელშეწყობა, საქართველოში კულტურული სივრცის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კულტურული ჰაბის შექმნა და სხვ.

Fashionnovation-ის მოდის სამიტი 10 სექტემბერს, NYFW-ის პარალელურად გაიმართება.