საქართველოს ჩირის ასოციაციამ USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე დაიწყო მუშაობა

საქართველოს ჩირის მწარმოებელთა ასოციაციამ ორგანიზაციული განვითარებისთვის, USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე დაიწყო მუშაობა.
 
საქართველოს ჩირის მწარმოებელთა ასოციაცია გასული წლის აგვისტოში სალომე ალანიას (“კავკასუს ორგანიკ ფრუტს”) სოფო ჯიქიასა (“ჩირიფრუტი”) და ნონა თორდიას (“გემუანი”) მიერ დაფუძნდა.
 
ასოციაცია დიდ როლს ასრულებს ჩირის სექტორის განვითარებაში. მისი მთავარი მიზანია ჩირის მწარმოებელთა საერთო ინტერესების გამოხატვა და ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებისა და ბაზრობების ორგანიზება. ასევე, მათში ქართველ მწარმოებელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.
 
საქართველოს ჩირის მწარმოებელთა ასოციაცია დონორ და სახელმწიფო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს მწარმოებელთა ინტერესების დაცვას.