საქართველოს სავაჭრო ბალანსი კვლავ უარყოფითია | როგორ ნაწილდება ექსპორტ-მპორტი ქვეყნებისა და საქონლის მიხედვით

მიმდინარე 10 თვის განმავლობაში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15 პროცენტით შემცირდა და 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. როგორც საქსტატის წინასწარი ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11.1 პროცენტით (2 715.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 16.6 პროცენტით ნაკლები (6 444.2 მლნ. აშშ დოლარი) იყო. ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი ამ პერიოდში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

 

როგორ განაწილდა ექსპორტი ქვეყნებისა და საქონლის მიხედვით

 

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ექსპორტში ყველაზე დიდი პროცენტული წილი (44.5%) დსთ-ის ქვეყნებზე, ყველაზე ნაკლები კი – ევროკავშირის ქვეყნებზე (21.1%) მოდის. მაჩვენებელი სხვა ქვეყნების შემთხვევაში 34.4%-ს შეადგენს.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი იყო.

საექსპორტო ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჩინეთი 9 მლნ. აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი 6 მლნ. აშშ დოლარი
  • რუსეთი 2 მლნ. აშშ დოლარი
  • ბულგარეთი 255 775.8 მლნ. აშშ დოლარი
  • უკრაინა 164 541.7 მლნ. აშშ დოლარი
  • თურქეთი 156 273.7 მლნ. აშშ დოლარი
  • სომხეთი 151 676.6 მლნ. აშშ დოლარი
  • შვეიცარია 84 834.8  მლნ. აშშ დოლარი
  • ესპანეთი 67 812.0 მლნ. აშშ დოლარი
  • აშშ 61 054.2 მლნ. აშშ დოლარი
  • დანარჩენი ქვეყნები – სულ 638 683.2 მლნ. აშშ დოლარი

საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში, წინასწარი მონაცემებით, კი ასე ნაწილდება:

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის განაწილებას სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, აქ პირველი სამეული შეადგინა სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა, მსუბუქმა ავტომობილებმა და  ფეროშენადნობებმა.

საექსპორტო ათეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 618 583.9 ათასი აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები – 335 575.4 ათასი აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები – 198 259.2 ათასი აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 163 118.6 ათასი აშშ დოლარი
  • სპირტიანი სასმელები – 99 622.5 ათასი აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 93 489.1 ათასი აშშ დოლარი
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 84 846.2 ათასი აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 78 555.9 ათასი აშშ დოლარი
  • ოქრო – 77 845.4 ათასი აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი – 68 106.2 ათასი აშშ დოლარი
  • დანარჩენი საქონელი – სულ 897 289.9 ათასი აშშ დოლარი

უმსხვილესი საექსოპორტო საქონლის ათეულის წილი მთლიან ექსპორტში კი, წინასწარი მონაცემებით, ასე ნაწილდება:

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

როგორ განაწილდა იმპორტი ქვეყნებისა და საქონლის მიხედვით

 

საქსტატის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის მსგავსად, იმპორტშიც ყველაზე ნაკლები პროცენტული წილი – 23.9% – ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო დსთ-ისა და სხვა ქვეყნების წილი, შესაბამისად,  30% და 46.1%-ია.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა. პირველ სამეულში თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი შედიან.

საიმპორტო ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი – 1 131 267.2 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 709 873.7 ათასი აშშ დოლარი
  • ჩინეთი – 572 917.5 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ – 448 624.0 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 381 702.6 ათასი აშშ დოლარი
  • სომხეთი – 363 562.6 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა – 312 161.5 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია – 311 223.6 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია – 148 915.1 ათასი აშშ დოლარი
  • იაპონია – 133 405.3 ათასი აშშ დოლარი
  • დანარჩენი ქვეყნები – სულ – 1 930 506.2 ათასი აშშ დოლარი

ხოლო საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში, წინასწარი მონაცემებით, შემდეგნაირად განაწილდა:

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში იმპორტის განაწილებას სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, პირველი სამეული შეადგინა მსუბუქი ავტომობილებმა, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატები ნავთობი და ნავთობპროდუქტებმა.

სასაქონლო ჯგუფების ათეული კი ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები – 623 332.7 ათასი აშშ დოლარი
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 450 386.7 ათასი აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 412 403.6 ათასი აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 252 882.5 ათასი აშშ დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 219 293.9 ათასი აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები – 131 911.4 ათასი აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი – 88 398.1 ათასი აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 61 495.4 ათასი აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები – 54 056.9 ათასი აშშ დოლარი
  • რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 53 707.9 ათასი აშშ დოლარი
  • დანარჩენი საქონელი – სულ – 4 096 290.3 ათასი აშშ დოლარი

ხოლო აღნიშნული ათეულის წილი მთლიან ექსპორტში კი შემდეგნაირად გამოიყურება:

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური